ფაქტები და მოვლენები სამყაროს შესახებ, რომლებიც ბევრმა არ იცის

ფაქტები და მოვლენები სამყაროს შესახებ, რომლებიც ბევრმა არ იცის

თქვენი შვილი იზრდება და უამრავ შეკითხვას სვამს? აინტერესებს ყველაფერი, სამყაროს შესახებ და მოუთმენლად ელის თქვენგან ამომწურავ ინფორმაციას, თქვენ კი, ზოგჯერ მის შეკითხვებზე პასუხი არ გაქვთ, ან გიჭირთ თქვენი ცოდნა მას საკუთარ "ენაზე" გაუზიაროთ?

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი ხასიათიც უნდა ჰქონდეს თქვენს შვილს, თუ თქვენ გსურთ პატარა მისთვის საჭირო ინფორმაციაზე კონცენტრირდეს და მისი დამახსოვრება შეძლოს, "ჩემი პირველი ენციკოპედია" საუკეთესო გამოსავალია. და ეს მაშინაც კი, თუ თქვენმა შვილმა ჯერ კითხვა არ იცის. 16 წიგნისგან შემდგარი საბავშვო ენციკლოპედია, მრავალფეროვანი ილუსტრაციებით, ე.წ. სტიკერებითა და დიდი ყუთით, ნამდვილად შეძლებს თქვენი პატარას დაინტერსებას. 

ცუნამი:

ცუნამის დროს წარმოქმნილი ორი ტალღის ქიმებს შორის მანძილმა შესაძლოა 700 კილომეტრს მიაღწიოს. ათასობით კილომეტრის გავლისას ისინი სიმძლავრეს არ კარგავენ. პირიქით, რაც უფრო ნაკლებად ღრმაა ზღვა, ტალღა მით უფრო განიერი და მაღალია. წარმოქმნილი ტალღის ცალი მხარე თითქმის სწორია. ცუნამის დროს ტალღების ნაკადი სანაპიროს ტბორავს, წყლის უკან დახევას კი საათები ან დღეები სჭირდება. ცუნამის მოვარდნამდე 5 წუთით ადრე ზღვის სანაპიროზე წყლის დონე უეცრად კლებულობს. ტალღის სიჩქარე ნაპირთან 50 კმ/სთ-ს აღწევს.

თქვენ იცით რომელია მსოფლიოს 10 ყველაზე გრძელი მდინარე?

-ამაზონი -6 800 კმ; ნილოსი - 6 650კმ;  იანძი - 6 300კმ; მისისიპი- 6 275კმ; ენისეი - 5 536კმ; ყვითელი მდინარე - 5 464კმ; ობი - 5 410კმ; მეკოგინი 4 880კმ; კონგო - 4 700კმ; ამური 4 444კმ.

იცით, როგორ იქცევიან ფრინველები თავის მოსაწონებლად?

- თავის მოსაწონებლად მამალი არწივები დედლებს ნანადირევს ჩუქნიან. ზოგიერთი ფრინველი იყენებს ნაცად ხერხს: გალობს, იღებს სხვადსხვა პოზას, იწვევს ხმაურს, ან წარმოაჩენს თავის მშვენიერ შებუმბვლას. გამრავალების პერიოდში მეწყვილეს დედლები ირჩევენ. მამალები ასრულებენ ცეკვას, სთავაზობენ საჩუქრებს და ა.შ. ასევე საინტერესოა "მარტოხელა დედლები", რომლებიც მამლის დახმარების გარეშე ზრდიან ბარტყებს.

დელფინი: "ეს წყლის ძუძუმწოვარი ზომიერი სარტყლის ზღვებში ბინადრობს. დელფინი სოციალური ცხოველია, რომელიც კომუნიკაციის საოცარი უნარით გამოირჩევა. მოქნილი სხეულის წყალობით დელფინს დიდი სიჩქარით ცურვა და წყალში სალტოს კეთება შეუძლია. წყლის ძუძუმწოვართა ყველაზე გავრცელებულ მტაცებლებს ზვიგენი და მკვლელი ვეშაპი წარმოადგენენ.

დელფინები მყარ სოციალურ კავშირებს ქმნიან. ჯგუფურად ბინადრობენ და ნადირობენ, ერთმანეთს დახმარებას უწევენ, როდესაც ერთი დელფინი ავად ხდება, თანამოძმეები მას წყლის ზედაპირისკენ უბიძგებენ, რათა ჰაერი ჩაისუნთქოს".

დინოზავრები: ტელევიზიისა და კინოფილმების წყალობით, აღმოჩენილ დინოზავრთა შორის ყველაზე ცნობილი ტირანოზავრი რექსი გახდა. ცელუროზავრების ჯგუფის ეს მტაცებელი თეროპოდი ტირანოზავრების ოჯახის ერთადერთ სახეობას წარმოადგენს, რომელიც 55-57 მილიონი წლის წინ ცარცული პერიოდის მიწურულს ბინადრობდა.

რაც შეეხება ტირანოზავრ რექსს, დინოზავრის სახელი, რომელიც სიტყვასიტყვით "მეფე-ტირან ქვეწარმავალს" ნიშნავს, მრავალი წლის განმავლობაში სასტიკ მტაცებელ ცხოველზე მოარულ ლეგენდას ასაზრდოებდა. სულ ცოტა ხნის წინ, ზოგიერთმა მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ტირანოზავრი რექსი ლეშისმჭამელი სახეობა უნდა ყოფილიყო. დღემდე ნაპოვნი ტირანოზავრ რექსის ყველაზე დიდი ჩონჩხის ნიმუში 4 მ სიმაღლეს აღწევს და 12 მ სიგრძისაა, თუმცა გაცილებით დიდი ზომის ინდივიდებიც არსებობდნენ. დღეისთვის დადგენილია, რომ ტირანოზავრის საშუალო წონა 5 – 7,5 ტონამდე მერყეობდა.

მაგალითად, პინგვინებს ფეხები არ ეყინებათ, რადგან მათ კანქვეშ ცხიმის სქელი შრეა.

ამ და სხვა ბევრი საჭირო ინფორმაციის გაცნობა მკითხველს "ჩემს პირველ ენციკლოპედიაში" შეუძლია. ძუძუმწოვრების, დინოზავრების, დედამიწის, ფრინველების, რეპტილიების, თევზებისა და ამფიბიების, მწერებისა და უხერხემლოების, ფლორის, ზღვებისა და ოკეანეების, ვულკანებისა და მიწისძვრის თუ დიდი გამოგონებების ილუსტრირებული სამყარო მკითხველს ახალ რეალობაში უმასპინძლებს.

9 წლის სანდროს თქმით, "ჩემი პირველი ენციკლოპედია" ის კომპლექტი აღმოჩნდა, რომელიც მას სამყაროს შემეცნებაში ეხმარება და კარგად პასუხობს ცხოველების მიმართ მოზარდის განსაკუთრებულ ინტერესს და სიყვარულს.

"ძალიან სასიამოვნო პროცესია. კარგ განათლებას მიიღებ და ყველაფერი გეცოდინება ცხოველების შესახებ. მე არ ვიცოდი და აქ წავიკითხე, რომ თუ ავაზა უკბენს კუს ბაკანს, ის გაიხვრიტება, კიდევ ბევრი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება ამ წიგნიდან", - ამბობს სანდრო.

"ჩემი პირველი ენციკლოპედია" გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ახალი პროექტია, რომლსაც ის National Geographic -ის მხარდაჭერით ახორციელებს. პირველ ტომს "სტიკერების" დიდი ალბომი და ყუთი ახლავს, რომელიც პატარა მკითხველს ყველა ტომის ერთ სივრცეში შენახვის შესაძლებლობას აძლევს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს