გახდი შენი ქვეყნის განძის თანამფლობელი!

 გახდი შენი ქვეყნის განძის თანამფლობელი!

კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა ფასე­ულობათა გადაფასება, მაგრამ წიგნი ყოველთვის ღირებული იყო, არის და იქნება. გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნის მოყვარულებს სთავაზობს უნიკალურ­ წიგნ-ალბომს - "ქართული მონეტების ოქროს კოლექ­ცია­", რომლის მსგავსიც ქართულ სინამდვილეს არ ახსოვს. ის გამორჩეულია როგორც შინაარსით, ისე ვიზუალურადაც. ალბომის ტიპის ეს წიგნი ეტაპობრივად შეივსება ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში არსებული მონეტების ზუსტი ასლებით. უნიკალური წიგნი-ალბომის შეძენის შემთხვევაში კოლექციონერი-ნუმიზმატი ვხდებით, თან ვეცნობით ქართული ნუმიზმატიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალისა და ხელოვნების ნიმუშების თანდართული ფოტომასალით. ეს გამოცემა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგვარი მატიანეა - მასში ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ.

ნუგზარ მაღლაფერიძე, რომელიც 5-კაციან ჯგუფთან ერთად მუშაობდა მონეტების შექმნაზე, თითოეულ ნიმუშს შეიგრძ­ნობს და აღიქვამს. როგორც ხელოვანი - ის მრავალი წელია,­ ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობს და ქართული ოქროს ფონდის ასლებს, როგორც სამეცნიერო, ისე სასაჩუქრე მოდელებს ქმნის. ამჟამად კი "პალიტრა L"-ისა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივ პროექტში ჩაერთო. პირველ ეტაპ­ზე სასტარტო მოდელები შექმნა.

- თითოეული მონეტის შექმნა ხანგრძლივი პროცესია - ჩამოსხმა, გაწმენდა, მოსპილენძება, ვერცხლის ფერზე დაყენება, ყველაზე რთული კი დაძველება-დაჟანგვაა, - გვითხრა ბატონმა ნუგზარმა. მისთვის ყველაზე გამორჩეული აღმაშენებლის მონეტაა. მონეტის ერთადერთი ორიგინალი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

- როცა ეროვნულ ბანკში მუზეუმის გაკეთებას ვაპირებდით, მაშინ, შეთანხმების საფუძველზე, ბრიტანეთიდან გამოგზავნეს თაბაშირის ყალიბები, რომლითაც დამზადდა ასლები. ახლა კი "პალიტრა L" მკითხველს აძლევს შანსს, შეიძინოს და გახდეს ამ იშვიათი მონეტის ასლის მფლობელი", - გვითხრა ნუგზარ მაღლაფერიძემ.

მაია პატარიძე, ქართული მონეტების ოქროს კოლექციის თანაავტორი: - ჩვენს ქვეყანას 27-საუკუნოვანი ფულის ისტორია აქვს. ეროვნულ მუზეუმში 10 000-მდე ქართული მონეტაა დაცული, მაგრამ პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მონეტები შევარჩიეთ. საქართველო სამონეტო ცივილიზაციის კერაა, რაზეც ძვ.წ. VI საუკუნეში მოჭრილი კოლხური თეთრი მეტყველებს­. ამიტომაც წიგნში ფულის ისტორიის თხრობას სწორედ ამ მონეტით ვიწყებთ. შევარჩიეთ რამდენიმე უნიკუმიც - ერთადერთი მონეტა მთელ მსოფლიოში. ასეთია, მაგალითად, ლაშა-გიორგის მონეტა, რომელსაც ამ გამოცემაში შევხვდებით. ამ მხრივ საინტერესოა დავით კურაპალატის მონეტაც. მსოფლიოში აღმოჩენილია მისი ოთხი ორიგინალი - გერმანიაში, ესტონეთში, შვედეთსა და რუსეთში, და ამ ქვეყნების მუზეუმებში ინახება. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით კურაპალატის მონეტა, სხვა ვალუტასთან ერთად, საქართველოდან­ ძალიან შორსაც იყო მიმოქცევაში.

წაიკითხეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს