"რა ინფორმაციას ინახავს მონეტები, წიგნი-ალბომიდან შეიტყობთ"

"რა ინფორმაციას ინახავს მონეტები, წიგნი-ალბომიდან შეიტყობთ"

საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება "პალიტრა L-ის პროექტის ფარგლებში უნიკალური წიგნი-ალბომის - "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" გამოსვლას. ეს გამოცემა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა - მასში ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ. მონეტები საქართველოში მზადდება. მათ შექმნაზე, ხუთკაციან ჯგუფთან ერთად, პროფესორი მეტალურგიის დარგში ნუგზარ მაღლაფერიძე მუშაობს. "კვირის პალიტრა" ბატონ ნუგზარს დაუკავშირდა:

- თავდაპირველად ეროვნულ მუზეუმში 24 ქართული მონეტის ასლი გავაკეთეთ სილიკონის სპეციალური მასალით, რომელიც ორიგინალ მონეტას არ აზიანებს. ამ ასლიდან საწარმოო მოდელები მზადდება, მერე კი ალუმინის შემცველი მასალისგან მონეტას ჩამოვასხამთ. ახალჩამოსხმული მონეტები მექანიკურად იწმინდება ნაწიბურების - ფხაურებისგან. ამის შემდეგ დაფერვა იწყება. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. რადგან მონეტები ალუმინის შემცველი მასალისგან არის ჩამოსხმული, თუ ჯერ სპილენძით არ დაიფერა, ვერც მოივერცხლება და ვერც მოოქროვდება. ამიტომ თავდაპირველად მონეტებს სპეციალურ ხსნარში ვალაგებთ და სპილენძით ვფერავთ. ამ პროცესს მოვერცხვლის პროცესი ენაცვლება. მონეტა ორიგინალს რომ დავამსგავსოთ, ახალი ტექნოლოგიით ვფერავთ, რის შედეგად მონეტები მუქ­დება. მერე, სასურველი ფერის მისაღებად, მათ სათითაოდ ვწმენდთ სპეციალური ფხვნი­ლით. ბოლოს ვრეცხავთ, ვაშრობთ და მონეტაც მზადაა. მონეტების დამზადების პროცესი სრულდება სტამბა "კოლორში", იქ იღებს საბოლოო სახეს და "კოლორშივე" მზადდება სპეციალური შეფუთვა.

- მოჭრილი ყველა მოდელი ზუსტად იმეორებს ორიგინალს?

- ეს მონეტები ორიგინალების ზუსტი ასლია, თუმცა, განსხვავება არ გამორჩებათ ექსპერტებსა და სპეციალისტებს. ეს განსხვავება ჩვენ სპეციალურად შევიმუშავეთ, რათა არ მომხდარიყო მონეტების ფალსიფიცირება.

წაიკითხეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს