ბავშვები, რომლებიც წიგნების გამოცემაში მონაწილეობენ - გამომცემლობის პატარა კონსულტანტები

 ბავშვები, რომლებიც წიგნების გამოცემაში მონაწილეობენ - გამომცემლობის პატარა კონსულტანტები

"სატვირთოს გამტაცებლები", "საოცნებო მშობლები", "თავისუფლებისთვის დაბადებულნი" და "გლადიატორების სკოლა"- ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომელიც საბავშვო ლიტერატურული პროექტის "ლიბერქიდსის" ფარგლებში გამოიცა. წიგნები, რომელიც განსაკუთრებულ, იდუმალ, თავგადასავლებით, ფათერაკებით და მხიარულებით აღსავსე სამყაროში ეპატიჟება პატარა მკითხველს, პალიტრა L-მა გამოსცა. პროექტის თავისებურება ისაა, რომ სათარგმნ წიგნებს 8-12 წლის ბავშვები არჩევენ.

სხვათა შორის, როგორც გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგმა ცხადყო, "ლიბერქიდსის" წიგნებით თინეიჯერები და უფროსი ასაკის მკითხველებიც ინტერესდებიან. პროექტის მენეჯერებისთვისაც აღმოჩენა იყო, რომ ერთი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი გამოცემები თითქმის იგივე წარმატებით იყიდება სხვა მომხმარებელზეც.

ლუკა ქუთათელი და ნუცა გურასპაშვილი ის ბავშვები არიან, რომლებმაც ინგლისურ ენაზე წაიკითხეს და შეარჩიეს თანამედროვე, მსოფლიო ბესტსელერთა სიაში შესული ფენტეზი. ისინი პროექტის შესახებ გვესაუბრებიან.

ლუკა ქუთათელი

ზაფხულში, ფეისბუქის საშუალებით წავაწყდი "პალიტრა L"-ის პროექტში მოსახვედრ კონკურსს. მაშინვე შევავსე მოცემული ბლანკი. ორ კვირაში დამიკავშირდა პროექტის მენეჯერი თინათინ ფეიქრიშვილი და მითხრა, რომ კონკურსი წარმატებით გავიარე და არჩეული ბავშვები ოფისში დაგვიბარა. იმ დღესვე ვისაუბრეთ "ლიბერქიდსის" მთავარ მიზნებზე და იმის შემდეგ გულმოდგინედ ვცდილობთ პროექტის გაუმჯობესებას და პოპულარიზაციას.

ნუცა გურასპაშვილი

"ლიბერქიდსი" პალიტრა L-ის პროექტია 8-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომელიც გამოსცემს თანამედროვე და ასევე კლასიკურ ლიტერატურას. "ლიბერქიდსში" ბავშვები ვცდილობთ ინგლისურად წავიკითხოთ წიგნები, შემდეგ ერთად განვილიხილავთ მათ, ბოლოს კი, თუ ჯგუფში ყველას მოწონება დაიმსახურა წიგნმა, ქართულ ენაზე ვთარგმნით. ზაფხულში გამომცემლობის გვერდზე წავაწყდი პოსტს, სადაც ინფორმაცია იყო იმის შესახებ, რომ იქმნებოდა ჯგუფი, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ 8-12 წლის ასაკის ბავშვები და აარჩევდნენ მხატვრულ ლიტერატურას. დავინტერესდი და გადავწყვიტე შემევსო ანკეტა. ანკეტის შევსების შემდეგ რამდენიმე კვირაში დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ პროექტში მოვხვდი. სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი თუ პროექტში მიმიღებდნენ, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.

წაიკითხეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს