კრის კაილის "ამერიკელი სნაიპერის" ქართული თარგმანის პრეზენტაცია "ბიბლუსი გალერეაში"

კრის კაილის "ამერიკელი სნაიპერის" ქართული თარგმანის პრეზენტაცია "ბიბლუსი გალერეაში"

19 მაისს, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" კრის კაილის წიგნის "ამერიკელი სნაიპერის" ქართული თარგმანის პრეზენტაცია შედგება. ავტობიოგრაფიული წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა "პალიტრა L"-ის სერიაში "წლის ბესტსელერი #1". წიგნსა და ავტორზე ისაუბრებს მწერალი ტორესა მოსი და მწერალი, წიგნის მთარგმნელი, ირაკლი ლომოური. პრეზენტაციის ფარგლებში ქართველ მკითხველს საშუალება ექნება წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს.

"კრის კაილი ისეთივე ძალით, ისევე უშიშრად და გაბედულად გვიყვება თავის ამბავს, როგორი ვაჟკაცური ცხოვრებაც ჰქონდა და რა შეუპოვრობა და სიმამაცეც ბრძოლის ველზე გამოავლინა, "ამერიკელი სნაიპერი" ისეთი წიგნია, რომელიც მთელი განცდით და გულისყურით უნდა წაიკითხო" - ასე აფასებს 2012 წლის ამერიკულ ბესტსელერს ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი კლინტ ისტვუდი.

კრის კაილი ამერიკის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისი ავტობიოგრაფიული რომანი 2012 წლის იანვარში გამოიცა, მას შემდეგ, რაც სამხედრო საქმიანობას ოფიციალურად დაანება თავი. იმავე წელს, წიგნი ჰიტად იქცა და The New York Times-ის ბესტსელერების სიას 37 კვირის მანძილზე ლიდერობდა! კრის კაილი 2013 წელს, წიგნის გამოსვლიდან მალევე, ტეხასში მოკლეს.

კაილი სიცოცხლეშივე აღიარეს ლეგენდად. მან ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში. ამერიკული სამხედრო ფლოტის სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრი ამერიკის "ყველაზე სასიკვდილო" სნაიპერი იყო: მის "ანგარიშზე 255 მკვლელობაა! კრის კაილი გმირობისთვის ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს ვარსკვლავიანი მედლით დააჯილდოვეს; ერაყში ოთხი ვიზიტის შემდეგ იგი გახდა სნაიპერების გუნდის მთავარი ხელმძღვანელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს