წიგნის მოყვარულები 26 მაისისთვის ემზადებიან

წიგნის მოყვარულები 26 მაისისთვის ემზადებიან

საგანგებოდ ამ დღისთვის გამოფენილი და მწყობრად ჩალაგებული ათასობით წიგნი, მკითხველის აღტაცებული თვალები და შთაბეჭდილებები, რომელიც მთელი წელი გაგყვებათ - ქვეყანაში სრულიად ლიტერატურული სამყარო 26 მაისისთვის ემზადება, სწორედ ამ დღეს თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად იხსნება - ტრადიციულად, გამომცემლები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში­ გიმასპინძლებენ. უცვლელია ფესტივალის ხანგრძლივობაც - ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლ­ევათ, ბიბლიოთეკა მისაღებ ფასად მაქსიმალურად გაიმდიდროთ, თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით.

წიგნის ფესტივალი უკვე გადაიქცა­ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად. ამას ისიც მოწმობს, რომ დამთვალიერებელთა რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება - ჩნდება იმედიც, რომ წიგნი ქართველი მკითხველის ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს იბრუნებს. ყოველწლიურად ფესტივალის ერთ-ერთი­ მთავარი მასპინძელი გამომცემლობა­ "პალიტრა L"-ია, რომელიც ტრადიციულად­, ე.წ. შოურუმში, ყველაზე მრავალფეროვანი სტენდითა და წიგნებით გამოირჩევა.

გამომცემლობა წიგნის მოყვარულებს დიდ არჩევანს, გრანდიოზულ ფასდაკლებებსა და საინტერესო აქციებს წელსაც ჰპირდება.

ნათია ზაქრაძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის PR მენეჯერი: - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ყოველწლიურად განსაკუთრებულად ვემზადებით. ამჯერადაც ლიტერატურის მოყვარულებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და ფართო არჩევანს ვთავაზ­ობთ. განსხვავებული იქნება "პალიტრა L"-ის სტენდიც, სადაც რამდენიმე გრანდიოზულ პროექტს წარვადგენთ. ერთ-ერთი "ვინქს­-კლუბი" იქნება. ეს არის მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი, რომლის ოფიციალური პარტნიორიც ცოტა ხნის წინ ჩვენი გამომცემლობა გახდა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ "ვინქს"-ის ფერიებთან ფოტოებიც გადაიღონ. არა მხოლოდ ძველ, ახალი სერიების წიგნებსაც მკითხველს 80%-მდე ფასდაკლებით შევთავაზებთ. ფასდაკლებები გავრცელდება პოპულარულ სერიებზე "ტოპთრილერი", "ბიზნესლიტერატურა", "ლიბერთინსი", "ლიბერქიდსი", "წლის ბესტსელერი" და ა.შ.  განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს