10 წიგნი, რომელმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა

10 წიგნი, რომელმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა

"კითხვა ძალიან მიყვარს, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებული გატაცებით ვკითხულობ, მეც და ბევრი ჩემი თანატოლიც. ამაში "ლიბერთინსის" წიგნებია "დამნაშავე". შარშან, როდესაც 13 წლის ვიყავი, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მირჩია, "ლაბირინთში მორბენალი" წამეკითხა. დავინტერესდი და წავიკითხე. მომეწონა და შემდეგ დავიწყე ამავე სერიის, "ლიბერთინსის" სხვა წიგნების კითხვა - რაღაცნაირად ჩამითრია... გამოვიდა ამ წიგნის მეორე ნაწილი - "ცეცხლით გამოცდა" და ისიც წავიკითხე. ამ წიგნებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... ბოლოს წავიკითხე "გიკი გოგო" - ერთი გოგონას საინტერესო თავგადასავალი...

ბევრი თინეიჯერი ჩვენ გარშემო, ისეთიც კი დაინტერესდა წიგნებით, მანამდე სულ რომ არ კითხულობდნენ. მინდა ყველას ვურჩიო, ჩემს თანატოლებს, თუ ადამიანს კითხვა არ უყვარს, რა თქმა უნდა, ვერ შეაყვარებ და ვერც დააინტერესებ, მაგრამ ვურჩევდი, თუნდაც უბრალოდ გაიარონ ისეთ მაღაზიებში, სადაც თინეიჯერებისთვის იყიდება წიგნები და დაათვალიერონ. რომ დაათვალიერებენ, დაინტერესდებიან კიდეც და შემოეკითხებათ. ცხოვრებაში წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია, სულ უნდა იკითხონ, ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ ნამდვილად "გზაა მომავლისკენ" - 14 წლის ანი დაუთაშვილი.

"რას აღარ ვყიდულობდი ჩემი შვილისთვის, რას არ ვთავაზობდი, წიგნები ვერ შევაყვარე. "ლიბერთინსის" წიგნები კი პირველია, რაც თავისი სურვილით წაიკითხა, იყიდა და მოუთმენლად ელოდება შემდეგს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ისეთი მადლიერი ვარ" - მარიამ უგრეხელიძე, 13 წლის ვაჟის დედა.

"მე არ მეგონა, რომ კიდევ ვნახავდი შესვენებებზე წიგნებზე მოლაპარაკე ბავშვებს, ვერ აგიწერთ, ისე მიხარია, შესვენებებზე რომ შეიკრიბებიან, ამოაძრობენ ჩანთებიდან ამ წიგნებს და მსჯელობენ. ამით რომ დაიწყებენ, რაც მთავარია, წიგნს, წიგნის კითხვას შეიყვარებენ და მერე სხვა ლიტერატურაზეც გადავლენ" - ნინო რამაზაშვილი, მასწავლებელი.

ეს ნამდვილი კომენტარებია იმ ადამიანების, რომლებსაც შეხება ჰქონიათ იმ წიგნებთან, რომლებმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა დააწყებინა, წიგნების საყიდლად მაღაზიებთან რიგში ჩააყენა და გაუჩინა სურვილი, წიგნის ავტორი და მთარგმნელი გაეცნო. ვისაც თანამედროვე მოზარდებთან აქვს შეხება, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ყველაფერი საოცრებაც კია დღევანდელ დღეს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს მართლა ხდება და ე.წ. თინეიჯერები წიგნებს დაუბრუნდნენ, დაიწყეს სწორედ მათთვის, მათზე შექმნილი ლიტერატურის კითხვა - თურმე ეს უნდოდათ, მათი სამყარო, რომელსაც ვერ პოულობდნენ სხვაგან. დაიწყეს ამით და გადავიდნენ სხვა ლიტერატურაზეც. მთავარი ხომ დაწყებაა, მერე კი, წიგნები ისეთი ჯადოსნური სამყაროა, ისე ჩაგითრევს, ძალაუნებურად გახდები მკითხველი.

"ლიბერთინსი" "პალიტრა L"-ის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც გაამართლა, მოზარდების სიყვარულიც დაიმსახურა და დღესაც წარმატებით აგრძელებს სვლას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოვიდა ის 10 წიგნი, რომლებმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა. სერიის შემქნელები კვლავაც აქტიურად მუშაობენ და ყოველ მომდევნო წიგნს 13-19 წლის მოზარდების აზრებისა და გემოვნების გათვალისწინებით ირჩევენ.

მაშ ასე, თქვენ წინაშე ეს 10 წიგნია. თუ ჯერ არ აღმოუჩენია თქვენს შვილს "ლიბერთინსი" და მისი წიგნები, დაეხმარეთ, აპოვნინეთ ეს სამყარო და ნამდვილად შეაყვარებთ კითხვას  (დაათვალიერეთ ფოტოგალერეა აქ)

1. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი"

2. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"

3. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"

4. გეილ ფორმანის "თუ დავრჩები"

5. ზოი საგის "ონლაინგოგო"

6. მიშელ ფალკოფის "Playlist-ის საიდუმლო"

7. ლორენ ოლივერის "დელირიუმი"

8. ლუის ლოურის "გამღები"

9. რიკ იანსის "მეხუთე ტალღა"

10. მერი ლუს "ლეგენდა"

როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად

რა ელოდება მკითხველს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში