სტენდალის 4-ტომეული "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიაში

სტენდალის 4-ტომეული "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიაში

გამომცემლობა "პალიტრა L" საშუალებას აძლევს მკითხველს მისაღებ ფასად შეავსოს ბიბლიოთეკა მსოფლიოს რჩეული ავტორების ნაწარმოებებით. "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიაში, ამჯერად სტენდალის 4-ტომეული გამოვა 4 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით. ყოველ ხუთშაბათს წიგნი სპეცფასად იყიდება ჟურნალ "გზასთან" ერთად - წიგნის ფასი 5,50ლ (ჟურნალთან ერთად 7 ლარი).

ფრანგული წარმოშობის მწერალი ანრი მარი ბეილი, საზოგადოებისთვის ცნობილი, ფსევდონომით - სტენდალი, რეალისტური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის მიჩნეული.

შესანიშნავ ოთხტომეულში მწერლის შედევრებად მიჩნეული რომანებია თავმოყრილი: "წითელი და შავი" და "პარმის სავანე", ასევე კრებული "იტალიური ქრონიკები" და მუდამ აქტუალური ტრაქტატი "სიყვარულის შესახებ".

"წითელი და შავი" (ფრანგ. Le Rouge et le Noir) - ისტორიული და ფსიქოლოგიური რომანია. რომანი პირველად გამოქვეყნდა 1830 წლის ნოემბერში. ნაწარმოებში აღწერილია პროვინციელი, ახალგაზრდა ბიჭის მცდელობა სოციალურად ამაღლდეს თავის პლებეურ წარმომავლობაზე საკუთარი ნიჭითა და შრომით.

"პარმის სავანე" (ფრანგ. La Chartreuse de Parme) - პირველად 1839 წელს გამოქვეყნდა. მასში სტენდალი წარმოაჩენს ნაპოლეონის იტალიურ ლაშქრობებს. ნაწარმოები "წითელი და შავთან" ერთად მიიჩნევა სტენდალის საუკეთესო ნამუშევრად.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს