როგორ გავხდეთ ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი?

როგორ გავხდეთ ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი?

19 სექტემბრიდან, გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველს საშუალება ექნება, ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდეს. მონეტები 585 სინჯის ოქროსგანაა ჩამოსხმული.

ოქროს მონეტები საიუველირო სალონ "დიადემას" მიერ, მაღალი საუიველირო ოსტატობითაა შესრულებული.

ისტორიული პროექტი, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. იგი უნიკალურ წიგნ-ალბომსა და ყოველთვიურად გამოსული ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში არსებული მონეტების ზუსტი ასლების კოლექციას აერთიანებს. "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" ეროვნული მუზეუმის, პალიტრა L-ისა და გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთობლივი პროექტია.

უნიკალურ წიგნი-ალბომში გაეცნობით ქართული ნუმიზმატიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალისა და ხელოვნების ნიმუშების თანდართული ფოტომასალით. ეს გამოცემა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგვარი მატიანეა - მასში ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ.

მონეტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების ზუსტ ასლებს წარმოადგენს.

პროექტი შექმნილია როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენელთათვის და უბარლოდ მათთვის ვისაც ქართული ნუმიზმატიკა აინტერესებს.

ამ უპრეცენდენტო წამოწყებამ მალევე მიიქცია მკითხველთა ყურადღება. დღეს, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" ქართულ საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ ჰყავს.

ბუნებრივია, გაინტერესებთ, როგორ გამოვლინდება ოქროს მონეტის მოპოვების ათასობით მსურველთა შორის 3 იღბლიანი.  ამისათვის

გაზეთ "კვირის პალიტრის" 19-26 სექტემბრის ნომერთან ერთად, შეიძინეთ "გამომცემლობა პალიტრა L"-ის პროექტის ‒ "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" ‒ ფარგლებში გამოსული მე-4 მონეტა ‒ ალექსანდრე მაკედონელის სტატერი.

შეფუთვაში ნამდვილი ოქროს მონეტის ნაცვლად, მეტალის ასლი დაგხვდებათ. კარგად დააკვირდით მას და თუკი თქვენს მონეტაზე, გვერდითა მხარეს სპეციალური სამნიშნა კოდი იქნება დატანილი, თქვენ ოქროს მონეტის მფლობელი გახდით.

სწორედ ამ კოდის მიხედვით მოხდება გამარჯვებულის იდენტიფიცირება. მოგების შემთხვევაში პრიზის ‒ ნამდვილი ოქროს მონეტის ‒ მისაღებად 26 სექტემბრიდან -24 ოქტომბრის ჩათვლით, "გამომცემლობა პალიტრა L"-ში უნდა წარმოადგინოთ მომგებიანი მონეტა თავისი შეფუთვით, რის საფუძველზეც გადმოგეცემათ პრიზი, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტა. გამარჯვებულმა თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა.

პროექტის ფარგლებში უკვე 3 მონეტა გამოვიდა. თუკი ამჟამად აპირებთ მონეტების კოლექციის შეგროვებას, უკვე გამოსული მონეტებისა და წიგნი-ალბომის შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

შეეხე შენი ქვეყნის ოქროს ისტორიას!

ეკა სალაღაია

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს