წიგნი, რომლის ყველა ყდა განსხვავებულია

წიგნი, რომლის ყველა ყდა განსხვავებულია

"პალიტრა ლ"-ი თინეიჯერებს მორიგ ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს - სტამბა "კოლორპაკის" უნიკალური შესაძლებლობების დახმარებით, გამომცემლობამ გადაწყვიტა ლიბერთინსის ახალი წიგნის კეს მორგანის `ასეულის~ თითოეული ყდა ინდივიდუალური ყოფილიყო, ანუ წიგნის ტირაჟის თითოეული გარეკანი ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინით დაიბეჭდა. ალბათ, თქვენც ხშირად ყოფილხართ დილემის წინაშე, როდესაც თქვენი საყვარელი წიგნი მეგობრისთვის ან ნათესავისთვის დროებით გადაგიციათ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ წიგნი უკან ვერ მიგიღიათ, ან შესაძლოა, აქტიური ცხოვრების რიტმის გამო ვერც კი გაგიხსენებიათ, თქვენი საყვარელი წიგნი რომელ მეგობარს ათხოვეთ და სხვის ბიბლიოთეკაში ძიება დაგიწყიათ. `ლიბერთინსის~ მარკეტინგული აქცია ამ საფრთხეებისგან სრულად დაგიცავთ. `კოლორპაკის~ უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარების საშუალებით დაბეჭდილი ყდის გამო, თქვენი წიგნის ანალოგი საქართველოში, უბრალოდ, არ იარსებებს, შესაბამისად, მის გამორჩევას ასეულობით წიგნშიც კი მარტივად მოახერხებთ - დიახ, `ასეულის~ ყდა პირადად თქვენთვისაა დაბეჭდილი.

თინათინ ფეიქრიშვილი, `ლიბერთინსის~ პროექტის მენეჯერი: როგორც იცით, `ლიბერთინსი~ მუდმივად ცდილობს თავის მკითხველს სიახლეები შესთავაზოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ინოვაცია საგამომცემლო ბაზარზე და ლიბერთინსის რიგით 34 წიგნი ბეჭდვის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით დავბეჭდეთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ტირაჟში ყველა ყდა

განსხვავებულია. მკითხველებს საშუალება აქვთ წიგნის მათთვის სასურველი ყდა თავადვე შეარჩიონ. რაც მთავარია, მსგავსი ყდის წიგნი საქართველოში მხოლოდ მათ საკუთრებაში იქნება. იმისთვის, რომ ჩვენს მკითხველს მოტივაცია ჰქონდეს და ყდების შერჩევის პროცესიც უფრო სახალისო გაგვეხადა მათთვის, "ასეულის" ტირაჟში დავბეჭდეთ მხოლოდ ორი ერთნაირი ყდა, ის ვინც ამ ორ ყდას აღმოაჩენს, ლიბერთინსი მას გრანდიოზულ საჩუქარს გადასცემს.

რაც შეეხება უშუალოდ წიგნს, კეს მორგანის - `ასეულის~ ფანტასტიკურმა სიუჟეტურმა განვითარებამ სრულიად მსოფლიო დაიპრყო. წიგნის მიხედვით იგივე სახელწოდებით აშშ-ში სერიალიც კი გადაიღეს, რომელმაც მაყურებელთა იმდენად მაღალი მოწონება დაიმსახურა, რომ რამდენიმე სატელევიზიო სეზონის დამატებაც კი გახდა საჭირო. ამჯერად, მსოფლიო ბესტსელერი `ასეული~, გამომცემლობა `პალიტრა ლ~-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, `ლიბერთინსის~ ფარგლებში, საქართველოს მცხოვრებ თინეიჯერებთან შესახვედრად ემზადება.

`ლიბერთინსი~ დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა. პროექტს დაწყებისთანავე მოჰყვა უპრეცედენტო გამოხმაურება. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოზარდები აქტიურობდნენ. სწორედ თინეიჯერების გამოხმაურების გათვალისწინებით, გამომცემლობამ პროექტის მთელ საქართველოში გავრცელება გადაწყვიტა. ახლა მათი თაობისთვის ლიტერატურას უკვე მთელი საქართველოს თინეიჯერები ირჩევენ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს