ფენტეზის ქართველი მოყვარულები სტივენ კინგის დაბადების დღეს ახალ მზიურში აღნიშნავენ

ფენტეზის ქართველი მოყვარულები სტივენ კინგის დაბადების დღეს ახალ მზიურში აღნიშნავენ

21 სექტემბერს, 19:00-ზე განახლებულ მზიურში ფენტეზის მოყვარულები საყვარელი ავტორის, ცოცხალი ლეგენდის, სტივენ კინგის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

ამ დღესთან დაკავშირებით ახალ მზიურში გაიმართება სტივენ კინგის მორიგი ბესტსელერის "ნაშუაღამევის 4 წუთის" ქართული თარგმანის პრეზენტაცია, რომელიც 2 ტომად ავტორის დაბადების დღესთან დაკავშირებით სპეციალურად, საიუბილეოდ გამოიცა.

"ნაშუაღამევის 4 წუთი" ავტორის რჩეული მოთხრობების კრებულია, რომელიც ქართულ ენაზე ნათია ჩუბინიძემ თარგმნა.

საღამოს ფარგლებში, რომელსაც კინგის ლიტერატურის მთარგმნელი ნიკა სამუშია გაუძღვება, მოეწყობა ვიქტორინები, საშიში ისტორიების კონკურსი და კინგის ნოველის ეკრანიზაციის "საიდუმლო ფანჯრის" ჩვენება, რომელიც წიგნში "ნაშუაღამევის მეორე წუთის" სახელითაა წარმოდგენილი.

სტივენ კინგის ახალი თარგმანის პრეზენტაცია/ფილმი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს