"მარიკიტას" ხელნაკეთი წიგნები პირველად ქართველი ბავშვებისთვის

"მარიკიტას" ხელნაკეთი წიგნები პირველად ქართველი ბავშვებისთვის

ხელნაკეთი მოძრავი წიგნები ძალიან პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით, ახლა კი ეს საინტერესო გამოგონება ქართველი პატარებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. მარიამ ბოლქვაძემ გადაწყვიტა, ხელნაკეთი წიგნები, სახელად "მარიკიტა" (Mariquita) ქართული საზოგადოებისთვის გაეცნო. ორიგინალური წიგნების შეძენა უკვე თქვენი შვილებისთვისაც შეგიძლიათ. საბავშვო ფსიქოლოგიის დარგში მიღებული განათლება და გამოცდილება ამ პროექტის განსახორციელებლად მარიამისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

სიტყვა "მარიკიტა" ესპანურ ენაზე ჭიამაიას ნიშნავს. ბრენდი სხვადასხვა ნივთებს აწარმოებს რბილი მასალისგან. ნამუშევრები მოიცავს წიგნებს, ჩანთებს, ყუთებს, კედელზე დასაკიდ ნივთებს. ისინი ხელნაკეთია და დამკვეთის გემოვნებით მზადდება.

ამ ნივთების შექმნისას ფსიქოლოგების შეხედულებები გაითვალისწინეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ნივთები ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნში ოცი განსხვავებული საკითხია - ფერები, ფიგურები, ფორმები, თამაშები, კატეგორიზაცია, გასართობი ვარჯიშები, ეპიზოდები ცნობილი ზღაპრებიდან და ა.შ. ყველა გვერდზე ბავშვს შეუძლია გადაადგილოს ფიგურები და მისცეს მათ შესაფერისი ფორმები. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, ვიდრე ნებისმიერი მულტფილმი ან ტელევიზორში ნანახი ზღაპარი.

"გადავწყვიტეთ, რომ ქართული წარმოებისთვის შესაფერისი იქნებოდა მრავალი საინტერესო და გასართობი აქტივობის ერთ წიგნში თავმოყრა. დიდ სიამოვნებას გვანიჭებს მსგავსი წიგნების შექმნის ისტორიის შესწავლა, რაც საშუალებას გვაძლევს რაღაც ახალი შევძინოთ, თუნდაც თემატური შეხედულებების მხრივ", - ამბობს "მარიკიტას" დამფუძნებელი მარიამ ბოლქვაძე.

მისივე თქმით, წიგნები არ არის სერიულ წარმოებაში და თითოეული წიგნი კონკრეტული ბავშვისთვის იქმნება. შექმნისას გათვალისწინებულია პატარას ასაკი, შესაძლებლობები და განვითარების დონე. ყოველი წიგნის გარეკანი გაფორმებულია მახასიათებლით, რომელიც მის მომავალ პატრონს შეეფერება. მაგალითად, მისი თმის ფერი ან სახელი.

მომზადებულია georgianjournal.ge-ს მიხედვით

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს