5 საუკეთესო ფრაზა მიხეილ ბულგაკოვის წიგნიდან „ოსტატი და მარგარიტა“

5 საუკეთესო ფრაზა მიხეილ ბულგაკოვის წიგნიდან „ოსტატი და მარგარიტა“

5 საუკეთესო ფრაზა მიხეილ ბულგაკოვის წიგნიდან „ოსტატი და მარგარიტა“:

• იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო. ანდა, რას დაემგვანება ქვეყანა, მიწის პირიდან ჩრდილები რომ გაქრეს? ჩრდილს ხომ ადამიანი და საგანი ჰფენს.

• თქვენ დამცინით, რადგან არ გგავართ, მე კი დაგცინით, რადგან თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით.

• უბედური ადამიანი არის სასტიკი და გულქვა და მხოლოდ იმის გამო, რომ კეთილმა ადამიანებმა დაამახინჯეს.

• თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!

• ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი

არსებობენ წიგნები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ. მათზე არ მოქმედებს არც საზღვრები, არც - დრო და არც - თაობათა ცვლა. ისინი ერთნაირად საინტერესო საკითხავად რჩებიან ნებისმიერი გემოვნების მკითხველისთვის. იმიტომ რომ, ყოველი წაკითხვისას დაგაფიქრებს, რაღაც ახალ დეტალს აღმოგაჩენინებს... მორიგ ფრაზას დაგამახსოვრებს ... მოკლედ, საკმარისია, ერთხელ წაიკითხო და ის შენი რჩეული ხდება. ამგვარი წიგნების რიცხვში უდაოდ შედის მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. ეს წიგნი იყო ჩვენი ბებია- ბაბუების თაობის რჩეული წიგნი, არის - ჩვენი რჩეული და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობის კითხვის მოყვარულთა წიგნების თაროზეც რჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს. სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ „ოსტატი და მარგარიტა“ პალიტრა ლ-ის პროექტ „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ ფარგლებში გამოიცა.

წიგნში სიუჟეტი ასე ვითარდება: „ გაზაფხულის თვეებში, სავსე მთვარისას თავად სატანა (ვოლანდის სახით) მოსკოვს თავის ამალასთან ერთად ეწვევა. ყველა ადამიანს, რომელთანაც იგი კონტაქტში შედის, ახასიათებს სიხარბე, ლოთობა, ეგოიზმი, მექრთამეობა, ტყუილი და ა.შ. ვოლანდის მსახურები თავის მხრივ, ხუმრობენ ასეთ ხალხთან მიმართებაში და მათ თავს ბევრ ფათერაკში ამოაყოფინებენ.

სიუჟეტის მეორე ხაზია ოსტატისა და მარგარიტას თემა. ოსტატმა დაწერა რომანი იესო ქრისტეს უკანასკნელ დღეზე, მაგრამ მოხვდა საგიჟეთში, რადგან ცენზორებმა და ლიტერატორებმა დაგმეს ეს ნაწარმოები და ჩათვალეს, რომ ავტორი გიჟი იყო.

მარგარიტა მისი შეყვარებულია, რომელიც ცდილობს, იპოვოს მისი კვალი მას შემდეგ, რაც ოსტატი გაქრა. ამის გამო ის ყველაფრისათვის არის მზად. მას გაეცნობა აზაზელო, ვოლანდის მსახური, რომელიც სთავაზობს ვოლანდის მეჯლისზე ერთი ღამით დედოფლად გარდაქმნას. ამ საღამოს მიწურულს მარგარიტა კვლავ ხვდება ოსტატს.

მესამე სიუჟეტური ხაზია თავად ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მოთხრობილი ოსტატის სიტყვებით. ამ რომანში რეალური პერსონაჟების სახელები ოდნავ შეცვლილია.

რომანის დასასრულს ორივე სიუჟეტური ხაზი გადაიკვეთება - ოსტატი ათავისუფლებს თავისი რომანის ავტორს და პილატე, რომელსაც სწადია იეშუასთან (იესო) საუბარი და პატიების მიღება, როგორც იქნა, მშვიდდება და ცაში ადის. სიმშვიდეს არაამქვეყნიერ ცხოვრებაში ჰპოვებენ ოსტატი და მარგარიტაც.

მიხაილ ბულგაკოვის ტომეული ჩემ რჩეულ მსოფლიოში

ეკა სალაღაია

მე ეს წიგნი წავიკითხე და ის ჩემი რჩეული გახდა. წაიკითხე შენც!

წიგნები, რომელთა შეძენასაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ

ტოპ 5 წიგნი, რომელსაც სერიალ Friends-ის პერსონაჟები კითხულობდნენ და თავიანთ ცხოვრებას უკავშირებდნენ

ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება