"როგორც იქნა საქართველოში მოვხვდი..." - რას წერს მამის სამშობლოში პირველად ჩამოსული ბორის აკუნინი

"როგორც იქნა საქართველოში მოვხვდი..." - რას წერს მამის სამშობლოში პირველად ჩამოსული ბორის აკუნინი

რუსი მწერალი ბორის აკუნინი საქართველოშია. საქართველოში დაბადებული გრიგოლ ჩხარტიშვილი მამის სამშობლოში პირველად 60 წლის ასაკში ჩამოვიდა და თავისი ემოციების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"როგორც იქნა საქართველოში მოვხვდი, რომელზეც ამდენი ხანია კარგი ამბები მესმის. ყველაფერი, რაც საქართველოზე აქამდე გამიგია, სიმართლე აღმოჩნდა" - წერს ფეისბუქის გვერდზე აკუნინ-ჩხარტიშვილი.

მწერალი თბილისში ვიზიტის დროს გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს და ასე ასათაურებს: "ეს მე ვარ ლიტერატურის მუზეუმში, სადაც ჩემთვის საჭირო მასალების ნახვის შემდეგ სეიფიდან რელიქვიები გამომიტანეს: ხაჯი მურატის იარაღი, პუშკინის უბის წიგნაკის ყდა და ხელსახოცი, რომელიც ადგილობრივ ბანოვანს ლერმონტოვმა აჩუქა. ასევე, სამელნე, რომელიც გრიბოედოვმა ირანში გამგზავრებამდე უსახსოვრა ახალგაზრდა ცოლს"

რუსეთში დეტექტიური და ისტორიული ჟანრის რომანებში აკუნინი ერთ-ერთი ბესტსელერი ავტორია. იგი სხვადასხვა ფსევდონიმით 15-ზე მეტი წიგნის ავტორია. არის ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ ჩხარტიშვილი 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში დაიბადა ქართველი მამისა და ებრაელი დედის ოჯახში. ჩხარტიშვილები ვაჟის დაბადებიდან რამდენიმე თვეში მოსკოვში გადასახლდნენ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს