წიგნის "დასავლეთი საქართველო XV-XIX საუკუნეებში" წარდგენა გაიმართება

წიგნის "დასავლეთი საქართველო XV-XIX საუკუნეებში" წარდგენა გაიმართება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის "დასავლეთი საქართველო XV-XIX საუკუნეებში" წარდგენა 26 დეკემბერს გაიმართება.

წიგნი გამოიცა გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტის "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" ფარგლებში.

როგორც "პალიტრა L-ში" აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ეპოქაში დასრულდა საქართველოს, როგორც ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს არსებობა.

წიგნში გამოყენებული დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელოვნების სასახლის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის საცავებში.

წიგნს წარადგენენ: პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია, პროფესორი, წიგნის ავტორი სულხან კუპრაშვილი. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება წიგნის განხილვა და დისკუსია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს