რა წიგნებს კითხულობენ ცნობილი ქართველები

რა წიგნებს კითხულობენ ცნობილი ქართველები

ადამიანების მიმართ განწყობას გარეგნობისა და ქცევის პარალელურად, მათი ჰობი, შეხედულებები და გემოვნება გვიქმნის. შესაბამისად, თქვენთვის ალბათ საინტერესოა, რომელი ლიტერატურული ნაწარმოებები მოსწონთ ყველაზე მეტად საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

მათი ლიტერატურული გემოვნების გამო, შესაძლოა, თითოეულ მათგანზე სულ სხვა შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ.

გელა ჩარკვიანი

ჯეიმზ ჯოისი - "ულისე," რომელიც ჩემთვის ყველაზე საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებია;

ოლდოს ჰაქსლი - "კონტრაპუნქტი";

პოეზიას რაც შეეხება, ქართველი პოეტებიდან - გალაკტიონ ტაბიძე; ხოლო უცხოელებიდან - ამერიკელი ავტორი ედგარ პო მიყვარს.

თამარ კორძაია

"მომწონს ყველაფერი ის, რაც შენში ტოვებს ძალიან დიდ ემოციებსა და განცდებს."

მილან კუნდერა - "უკვდავება;"

ალბერ კამიუ- "უცხო;"

ჰაინრიხ ბიოლი - "კლოუნის თვალთახედვა;"

გურამ დოჩანაშვილი - "სამოსელი პირველი;"

ოთარ ჭილაძე - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა;"

ზაზა ბურჭულაძე - "გასაბერი ანგელოზი"

ვახუშტი მენაბდე

ენტონი ბერჯესი - "მექანიკური ფორთოხალი," რომელიც დამეხმარა იმის მიხვედრაში, თუ როგორ შეიძლება ზრუნვა იქცეს ძალადობად;

ერნესტ ჰემინგუეი - "მოხუცი და ზღვა"

უილიამ ფოლკნერი - "სული რომ ამომდიოდა"

გია ვოლსკი

გურამ დოჩანაშვილი - "სამოსელი პირველი,"

უილიამ ფოლნერის შემოქმედება,

მიხეილ ბულგაკოვი - "ძაღლის გული,"

ჯეკ ლონდონის შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ სათავგადასავლო ჟანრია;

ქართული ნაწარმოებებიდან მომწონს დოჩანაშვილის ყველა ნაწარმოები. წაიკითხეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს