"სინათლე ოკეანეებს შორის" - ბესტსელერის პრეზენტაცია ქართველი მკითხველისთვის

"სინათლე ოკეანეებს შორის" - ბესტსელერის პრეზენტაცია ქართველი მკითხველისთვის

"მაცდური წიგნი, რომელიც პირველივე გვერდიდან გატყვევებს..." - ასეთ შეფასებას აძლევენ კრიტიკოსები მ.ლ. სტედმანის გახმაურებულ წიგნს "სინათლე ოკეანეებს შორის".

"სინათლე ოკეანეებს შორის" სტედმანის სადებიუტო რომანია. ავტორმა იგი 2012 წელს დაწერა და დღემდე არ დაუკარგავს ბესტსელერის სტატუსი. წიგნის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა 2016 წელს მისმა ეკრანიზაციამ. ამავე სახელწოდების ფილმში მთავარი როლები ოსკაროსანმა მსახიობებმა - მაიკლ ფასბენდერმა და ალისია ვიკანდერმა შეასრულეს.

წიგნში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის ემოციური და დრამატული ისტორიაა გადმოცემული. ამბავი არჩევანის, გადაწყვეტილებების, ბედისწერის საჩუქრისა და მისი დამანგრეველი ძალის შესახებ. "სინათლე ოკეანეებს შორის" ბევრი ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლისთვის გახდა საინტერესო იმ აზრით, რომ შეეხო გლობალურ საკითხებს, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის განხილვისას, ამ ფორმით არასდროს დამდგარა დღის წესრიგში.

კრიტიკოსების შეფასებები:

"დაუძლეველი... მაცდური... მაღალკონცეპტუალური სიუჟეტით, რომელიც პირველივე გვერდით გატყვევებს" - სარა ნელსონი, "O," the Oprah magazine

"ექსტრაორდინარული და საგულისხმო წიგნი კარგ ადამიანებზე, ტრაგიკულ გადაწყვეტილებებსა და მათში არსებულ სილამაზეზე" - მარკუს ზუზაკი, "წიგნის ქურდის" ავტორი

"შთამბეჭდავი... სტედმანს მკითხველი თავის ემოციურად რთულ სასიყვარულო ამბავში დასაწყისიდანვე შეჰყავს, სადა ფერადოვანი აღწერებისა და ლამაზი პეიზაჟების ფონზე მკაფიო პერსონაჟებს ვეცნობით და თანაგრძობით ვიმსჭვალებით. ეს გამაოგნებელი და ღირსეული დებიუტია", - BOOKLIST

"სტედმანის ეს სულშიჩამწვდომი დებიუტი ნამდვილი მარგალიტია, რომლის დადებაც ძალიან გაგიჭირდებათ" - USA TODAY

მ.ლ. სტედმანის წიგნის - "სინათლე ოკეანეებს შორის" პრეზენტაცია ქართველი მკითხველისთვის 26 იანვარს, 19:00 საათზე, კაფე მზიურში გაიმართება. წიგნი გამოიცა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიული პროექტის "წლის ბესტსელერი #1"-ის ფარგლებში.

გაიგეთ მეტი: https://www.facebook.com/events/246935179080786/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს