ვინ გახდა ლიბერთინსის გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებული, რომელიც დისნეილენდში გაემგზავრება?

ვინ გახდა ლიბერთინსის გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებული, რომელიც დისნეილენდში გაემგზავრება?

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა წარმატებულ ახალგაზრდულ პროექტ „ლიბერთინსში“ ჩართული მკითხველები საოცარი სიურპრიზებითა და ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტით დააჯილდოვა. კონცერტზე რომელიც 20 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, გრანდიოზული გათამაშებაც მოეწყო.

გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ:

"დისნეილენდის" საგზურის მფლობელი - თიკო ნატროშვილი.

იტალიაში, კერძოდ ბოლონიაში წიგნის ფესტივალზე გაემგზავრება მაია ხეჩუმაშვილი.

ველოსიპედები ერგოთ წილად ლაშა-გიორგი ცინცაძესა და მაია მაისურაძეს.

Canon-ის ფირმის ფოტოაპარატის მფლობელი გახდა ანა აბულაძე.

HP-ის ფირმის ლეპტოპის მფლობელები გახდნენ ეკა გულიტაშვილი და სულიკო გოგუაძე.

ჩვენ 11 წლის თიკო ნატროშვილს, ოლგა ბანტურის შვილს ვესაუბრეთ, რომელმაც „დისნეი ლენდის“ საგზური მოიგო:

-„ძალიან მიიყვარს „ლიბერთინსის“ წიგნები. ვკითხულობ „გიკი გოგოს“ და „ონლაინ გოგოს“, კიდევ მინდა „ლიბერთინსის“ სხვა გათამაშებებში მივიღო მონაწილეობა და მინდა კიდევ მოვიგო. ამ გამარჯვებას საერთოდ არ ველოდი, „ბიბლუსის“ ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე „ლიბერთინსის“ წიგნები და დედას დავურეკე, სახლში რომ მოვიდოდა აუცილებლად მოეტანა ჩემთვის წიგნები. მიყვარს კითხვა, ბავშვობიდან ვკითხულობ წიგნებს. „ლიბერთინსის“ წიგნები განსაკუთრებით მომწონს, ამ წიგნში წაკითხული ამბები საშუალებას მაძლევს, ვიყო უფრო მომთმენი და პიროვნული თვისებები ჩამომიყალიბდეს.

ძალიან გამახარა "პალიტრა L"-ის საჩუქარმა. გათამაშებიდან რომ დაგვირეკეს, სახლში ვისხედით ოჯახის წევრები და არ დავიჯერე, რადგან მხოლოდ 2 ბილეთი მქონდა. დედას ათასჯერ დავარეკინე რედაქციაში ამბის დასაზუსტებლად. პარიზში კი ალბათ დედასთან ან მამასთან ერთად წავალ.“

შეგახსენებთ, "ლიბერთინსი" წიგნების მოყვარულ თინეიჯერთა ჯგუფია, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ისთვის თანამედროვე ბესტსელერებს არჩევს. თინეიჯერები მსოფლიო ბესტსელერებს ინგლისურად კითხულობენ და ამა თუ იმ წიგნის ქართულად თარგმნას ურჩევენ გამომცემლობას. ბუნებრივია, "პალიტრა L" წიგნის გამოცემისას ყოველთვის ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.

"ლიბერთინსი" დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა. პროექტს დაწყებისთანავე მოჰყვა უპრეცედენტო გამოხმაურება. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოზარდები აქტიურობდნენ. თინეიჯერების გამოხმაურებამ გამომცემლობას პროექტის მთელ საქართველოში გავრცელება გადააწყვეტინა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს