ღვინის დიდი ენციკლოპედია ქართულ ენაზე გამოიცა

ღვინის დიდი ენციკლოპედია ქართულ ენაზე გამოიცა

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი ღვინის მოყვარულების ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი შეემატა. ღვინის ენციკლოპედიური გამოცემა ქართულ ენაზე პირველად გამოდის. Le Grand Larousse du vin ის წიგნია, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ღვინის სამშობლოს წოდების მატარებელ ქვეყანას.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქსელურ სამყაროში ღვინის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, ძალზე რთულია მათი გაანალიზება და დალაგება, სასურველი და საჭირო თემის გამორჩევა. განსაკუთრებით რთულდება საქმე, როდესაც მევენახეობის ან მეღვინეობის საკითხების რკვევას ვიწყებთ, ვცდილობთ გავიგოთ ამ სფეროს თანამედროვე მდგომარეობა. ამ დროს მართლაც ძნელია ხოლმე ინტერნეტში ერთიანი, ცხადად ჩამოყალიბებული ტექსტების პოვნა. განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს