"ნებულა" - ზოგადი უნარების სავარჯიშოების ნახევრად ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია

"ნებულა" - ზოგადი უნარების სავარჯიშოების ნახევრად ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია

10 თებერვალს, 13:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის გამზ. #7) გაიმართება "ნებულას" (nebula.ge) ზოგადი უნარების სავარჯიშოების უნიკალური, ნახევრადელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია.

ნებულა - გონიერი პლატფორმა, ონლაინ-სივრცეა აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ სთავაზობს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

ჟურნალი საგანმანათლებლო სტარტაპის პირველი ბეჭდური ნაწარმია და მოიცავს ციფრულ კომპონენტს: თითოეულ ამოცანას მოჰყვება შესაბამისი ვიდეოახსნა. მათი ნახვა ჟურნალის მფლობელებს ჟურნალში დაბეჭდილი უნიკალური კოდის მეშვეობით "ნებულას" ვებგვერდზე შეეძლებათ.

ჟურნალი "პალიტრა L"-ისა და "ლივინგსტონის" მიერ ყოველთვიურად გამოიცემა. ჟურნალის გარეკანი კი nebula.ge-ის შესაბამისი თვის საუკეთესო აბიტურიენტს დაეთმობა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს