"მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი..." - გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური გამონათქვამები

"მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი..." - გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური გამონათქვამები

დღეს გაბრიელ (ხოსე დე ლა კონკორდია) გარსია მარკესი 90 წლის გახდებოდა. რომანისტი, ნოველისტი, ჟურნალისტი, სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი, გამომცემელი, პოეტი, ადვოკატი და ავტობიოგრაფი 1927 წლის 6 მარტს არაკატაკაში დაიბადა და 87 წლის ასაკში, 2014 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა... კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მწერალს გარდაცვალების დღეს "ყველა დროის ყველაზე დიდი კოლუმბიელი" უწოდა.

მარკესი XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მწერალია. მიღებული აქვს ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 1982 წელს კი ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ თავი დაანება სამართლის სკოლას და ჟურნალისტურ კარიერას შეუდგა. ამ სფეროში, თავიდან აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. 1958 წელს მარკესი დაქორწინდა მერსედეს ბარჩაზე, მათ ორი ვაჟი შეეძინათ.

ჟურნალისტობის პერიოდში წერდა ბევრ ხმაურიან არამხატვრულ ნაშრომსა და მოთხრობას. თუმცა, ცნობილი მწერალი პოპულარული გახდა რომანებით: "მარტოობის ასი წელიწადი," "პატრიარქის შემოდგომა" და "სიყვარული ჟამიანობის დროს".

მარკესის ჟურნალისტური წარსული მის სამწერლო კარიერაში სერიოზული ბაზა აღმოჩნდა. როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი ბელ-ვილიადა აღნიშნავდა: "ჟურნალისტური გამოცდილების წყალობით, მარკესი ამჟამად მცხოვრებ ყველა მწერალზე დიდებულია, ერთადერთია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ყოველდღიურ რეალობასთან".

მისმა ჟურნალისტურმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია და მასშტაბურ კომერციულ წარმატებას მიაღწია, ძირითადად, ლიტერატურის იმ სტილის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც მაგიური რეალიზმი უწოდეს. ეს სტილი ჩვეულებრივ, რეალისტურ სიტუაციებთან ერთად, იყენებს მაგიურ ელემენტებსა და მოვლენებს. მარკესის ზოგიერთი ნამუშევრის მოქმედება ხდება გამოგონილ სოფელ მაკონდოში (რომელიც ძირითადად შთაგონებულია მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკათი) და მათი უმრავლესობა მარტოობის თემატიკას მიჰყვება.

გთავაზობთ მარკესის რამდენიმე გამონათქვამს, რომელიც დროს ნამდვილად უსწრებს.

• მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი.

• ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.

• ორი ცოლი უნდა ჰყავდეს კაცს: ერთი სიყვარულისათვის და ერთიც იმისთვის, რომ ღილები დაუკეროს.

• თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას.

• გახსოვდეთ, რომ ქორწინებაში მთავარი სტაბილურობაა და არა ბედნიერება.

• მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული - ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

• ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რეალობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში.

• აუცილებელი არ არის, ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით, უნდა იყოს სიმართლე.

• მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ.

• არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ.

• მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.

• ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

• ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი.

• არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.

• შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.

• არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.

• შეიძლება ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ ერთადერთს... იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი ვიყოთ.

• ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.

• ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი.

• გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს.

• ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.

• უნდა მოვუსმინოთ ბავშვს, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენში, რომელიც იყავი ოდესღაც და ახლაც არსებობს სადღაც შენს სიღრმეში. თუ მას მოვუსმენთ, ჩვენი თვალები ისევ გაბრწყინდება, თუ მის მოსმენას არ შევწყვეტთ, არ შევწყვეტთ ცხოვრებასთან კავშირსაც.

• იმ დღეს, როდესაც ადამიანები პირველი კლასით იმგზავრებენ, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონით ატარებენ, მაშინ დადგება სამყაროს აღსასრული.

• ასაკის ის არ არის, თუ რამდენი წლის ხარ, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ მას.

• საბოლოოდ შეუძლებელია არ გახდე ის, ვინადაც გთვლის ყველა.

• უძლეველი ძალა, რომლითაც დედამიწა ბრუნავს, ბედნიერი სიყვარული კი არა, უბედური სიყვარულია.

• უსიყვარულო სექსი აწყნარებს მას, ვისაც სიყვარული არ გამოუცდია.

• ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უცქიროს მეორეს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება.

• აიხდინე შენი ოცნებები, ახლა სწორედ ამის დროა.

• ყოველი ნივთი ცოცხალია, მხოლოდ უნდა გააღვიძო მისი სული.

• ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ნუ დაახარჯავ დროს მას, ვინც მის შენთან გატარებას არ აპირებს" - მარკესის 57 "ოქროს წესი"

„ბიბლუსში“ საახალწლო სამზადისი დაიწყო - ფასდაკლებები და სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" 24 ნოემბრამდე სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი