კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
11:52 / 14-03-2017
5 მცდარი შეხედულება, რაც მშობელს საბავშვო ენციკლოპედიებზე აქვს
ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში საბავშვი ენციკლოპედიების ყოველთვის დიდი არჩევანი დაგხვდებათ. როგორც ვაკვირდები, რამდენჯერაც არ უნდა გამოიცეს, ამ ენციკლოპედიების მიმართ ინტერესი ყოველთვის არის. მაგალითად, ახლახან წიგნის მაღაზიებში ახალი ენციკლოპედია გამოჩნდა სახელწოდებით "8000 ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე" - როცა ბავშვისთვის ახალ წიგნს ვეძებდი, კონსულტანტმა შემომთავაზა. მართალი გითხრათ, სათაურმა მიმიზიდა, თუმცა ჩემს გვერდით ერთი ქალის რეპლიკამ ცოტა არ იყოს, დამაეჭვა. "დღევანდელი ბავშვი ყველაფერს ინტერნეტში პოულობს, რა საჭიროა ამდენი ენციკლოპედია?" - ამბობდა ეს ქალბატონი და მეც დავფიქრდი - საჭიროა კი ენციკლოპედია ბავშვისთვის, რომელსაც მასწავლებელიც კი მასალის ინტერნეტში მოძებნას ავალებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავინტერესდი გამერკვია, მართლაც რამდენად სჭირდებათ ჩვენს შვილებს მსგავსი ლიტერატურა. დავძებნე ფსიქოლოგების მოსაზრებებიც, ავტორთა შეხედულებებიც და... ბოლოს მაინც შევიძინე "8 ათასი ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე" . მივხვდი, რომ ბევრ მშობელს მინიმუმ 5 მცდარი შეხედულება აქვს საბავშვო ენციკლოპედიასთან მიმართებაში. ვეცდები ჩამოვთვალო ყველა მათგანი

1. რა საჭიროა საბავშვო ენციკლოპედია ბავშვისთვის? ინტერნეტში ხომ ყველაფერს პოულობს...

სინამდვილეში ინტერნეტში სანდო და ბავშვისთვის ადვილად გასაგებ ენაზე მოწოდებული ინფორმაცია ქართულ ენაზე ძალიან ცოტაა. სანამ ბავშვი რამდენიმე საიტს სათითაოდ გახსნის და თავის კითხვებზე გასაგებ პასუხებს იპოვის, უამრავი დრო იკარგება და თვალებიც ტკივდებათ. ვინ წერს ამ ინფორმაციებს ინტერნეტსაიტებზე და რამდენად სწორია, არავინ იცის. ენციკლოპედიებზე კი მეცნიერები მუშაობენ და იქ მოცემული ინფორმაცია საინტერესო და უზუსტესია. ახლავს უამრავი ფოტო და ილუსტრაცია. ასეთ ვიზუალურ მასალაზე ბავშვები ხომ "გიჟდებიან".

2. მეცადინეობაც ეზარება და ენციკლოპედიას წაიკითხავს?

ძალიან დიდი განსხვავებაა, სასწავლად მოცემულ მასალასა და დათვალიერებისას აღმოჩენილ საინტერესო დეტალს შორის, რომელზეც თავისი სურვილით შეეცდება და დეტალებს გაარკვევს. ენციკლოპედიის კითხვა ბავშვს ინფორმაციას ნელ-ნელა აწვდის და აღარ გჭირდება ახალგაგებულ სიტყვაზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში.



3. რაც ადრე, მით უკეთესი

როდის უნდა აღმოჩნდეს ენციკლოპედია ბავშვის ხელში? ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ არ აჩქარდეთ. წიგნთან უინტერესოდ და ძალდატანებით დაწყებულმა ურთიერთობამ შეიძლება საერთოდ შეიძულოს კითხვა და წიგნები. უპირველესად, ენციკლოპედია უნდა იყოს „ნახატებიანი წიგნი“, რომელიც დააინტერესებს ბავშვს და დათვალიერების სურვილს აღუძრავს. საუკეთესოა, თუ ენციკლოპედიას თავდაპირველად ბავშვთან ერთად დაათვალიერებთ.

4. ნებისმიერი ენციკლოპედია გამოდგება, მთავარია საბავშვო იყოს

წიგნზე მითითებული ასაკი ერთია და ბავშვის ინტერესის სფერო - მეორე. თავად უნდა დაათვალიეროთ იგი და მიხვდეთ, რამდენად გასაგებ ენაზეა სტატიები დაწერილი და თუ გაიგებს მას ბავშვი. რამდენი ილუსტრაციაა და როგორი ხარისხის. თუ არჩევანში ეჭვი გეპარებათ, კონსულტანტს სთხოვეთ, სხვა გაჩვენოთ.

5. წიგნებს არ კითხულობს და ენციკლოპედიასაც ტყუილად ვიყიდი

ეს მხატვრული ნაწარმოები არაა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა წაიკითხოს. ენციკლოპედიის კითხვის დაწყება ხომ ნებისმიერი გვერდიდან შეიძლება. პატარ-პატარა, ლაკონური ტექსტები კითხვისადმი შიშს უქრობს. საინტერესოდაა გაფორმებული. საინტერესო ფაქტებია მოთხრობილი. ავტორები ირწმუნებიან, რომ მათთან მიბრუნება ბავშვს არაერთხელ მოუნდება.



ისევ "8 ათას ფაქტს" დავუბრუნდები... აი, რას წერს მის შესახებ წიგნის რედაქტორი, თეა ბარამაშვილი:

"თანამედროვე მკითხველს, მითუმეტეს, ბავშვს, ისეთი გამოცემა უნდა შესთავაზო,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სადაც ზღვა მასალა ნავიგაციის უმარტივეს სისტემას ექვემდებარება, სადაც სასურველ ინფორმაციას კი არ ეძებ, არამედ მას ლოგიკურად, ერთი ამბიდან მეორეზე გადასვლისას აღმოაჩენ. სწორედ ასეთია ენციკლოპედია "8000 საოცარი ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე". წიგნი 8 თემატურ ნაწილად არის დაყოფილი. თითოეული თემა კი 1000 მნიშვნელოვანი ამბით (ფაქტით) არის წარმოდგენილი. ცალკე აღებული თითოეული ფაქტი ერთი დამოუკიდებელი ამბავია მინიმუმ ერთი კონკრეტული ინფორმაციით, თუმცა თუ სხვა ფაქტებთან ერთობლიობაში წაიკითხავთ და განიხილავთ, მეტად ამომწურავი, სრულყოფილი სურათი წარმოგიდგებათ!

მაგალითად, მხოლოდ ერთი ბლოკის წაკითხვით გაიგებთ, რომ პტალეოზავრი ერთ-ერთი პირველი ყველაზე დიდი დინოზავრი იყო, რომელიც დაახლოებით 220 მილიონი წლის წინ გაჩნდა. თუ მეტის გაგებას მოისურვებთ, აქვე ამოიკითხავთ, რომ ის პირველი დინოზავრი იყო, რომლსაც სახელი ოფიციალურად დაერქვა (1837 წელს), ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტერმინ "დინოზავრს" "გამოიგონებდნენ".

საბოლოოდ, ეს არის მარტივი სტრუქტურის ენციკლოპედია გაჯერებული საინტერესო ინფორმაციით, რაც ამ გამოცემის უპირატესობაა. ეს წიგნი ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვისაც ცოდნისადმი ინტერესი და ინტელექტის გაღრმავების სურვილი აქვს, მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ამ მეტად საინტერესო და დასაფასებელ საქმეში."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:04 / 29-05-2017  Image რატომ არ იმუშავებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში?
საქართველოში ქულების სისტემა ნაკლებ გავლენას იქონიებს მძღოლების ქცევაზე, რადგან ის ძალიან ლიბერალური და არასრულია
10:49 / 29-05-2017  Image "ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი
ვინც ე.წ. "ციანიდის საქმეს" უჭერს მხარს, სურს, საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს
09:11 / 29-05-2017  Image როგორ დააცლევინეს ყანწი ფიდელ კასტროს აფხაზეთში ვიზიტის დროს - კადრი ისტორიიდან
კუბის რევოლუციის ლიდერი პირველად ეწვია საბჭოთა კავშირს და ეს ვიზიტი 40 დღეს გაგრძელდა
07:58 / 28-05-2017  Image გლდანი, მუხიანი და თემქა - საინტერესო ფაქტები თბილისის გარეუბნებზე
თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49