კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:20 / 20-03-2017
რატომ ოცნებობენ ადამიანები ცისფერ თვალებზე?
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ტონი მორისონს, პირველივე რომანმა - "ყველაზე ცისფერი თვალი" აღიარება, სახელი და განსაკუთრებული კომერციული წარმატება მოუტანა. წიგნის მიმართ ინტერესი დღემდე არ ქრება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში "ყველაზე ცისფერი თვალი" უზარმაზარი ტირაჟით გამოიცემა. პალიტრა L-მა რომანი ქართულ ენაზეც თარგმნა და წლის ბესტსელერის პროქეტის ფარგლებში გამოიცა.

"ყველაზე ცისფერი თვალი" მოგვითხრობს 11 წლის შავკანიან გოგონაზე, რომელიც ცისფერ თვალებზე ოცნებობს, ისეთზე, როგორიც მის თეთრკანიან და ქერა თანატოლებს აქვთ ამერიკაში. მიაჩნია, რომ ცისფერი თვალებით უფრო იოლად გაუმკლავდება სასტიკ სინამდვილეს - მოძალადე მამას, გაჭირვებისგან გულგაქვავებულ და თავმობეზრებულ დედას, დამცინავ და დაუნდობელ თანაკლასელებს... არავინ უწოდებს მახინჯს... მაგრამ ღმერთს არ ესმის მისი ვედრება, "უფლის შუაკაცმაც" მოატყუა - ცისფერ თვალებს დაჰპირდა და ბებერი, ავადმყოფი ძაღლი კი მოაწამვლინა. შეშლილი გოგონა ნუგეშს წარმოსახვით მეგობართან, არსებითად თავის მეორე "მესთან" ეძებს, რომელიც არწმუნებს, ნამდვილად ცისფერი თვალები გაქვსო...

"ეს ნაწარმოები, ტკივილით ისეა გამსჭვალული, რომ რომანი პოეზიად იქცა" - წერდა New York Times.

"ყველაზე ცისფერი თვალი" უფაქიზესი წიგნია. იგი დასტირის ამქვეყნად მცხოვრებ ყველა ნაგვემ ბავშვს" - ვკითულობდით Daily Telegraph-ის ფურცლებზე.

"ყველაზე ცისფერი თვალი" იკვლევს მიზეზებს, თუ რატომ ატანს მსოფლიო ქარს სილამაზეს. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს შავი რასის სილამაზესთან, Mმისი გამმეტებელი კი არის ის კულტურული მანქანა, რომელიც, როგორც ჩანს, შესაძლებლობების ჩასაკლავად არის გამოგონილი" - იუწყებოდა Entertainment Weekly.



თავად მწერლის თქმით: "რომანს საფუძვლად დაედო დიალოგი, რომელიც ერთხელ ბავშვობის მეგობართან მქონდა. სწავლა ახალი დაწყებული იყო, პირველ კლასში ვიყავით. უცებ ამ გოგონამ მითხრა, რომ ძალიან სურდა, ჰქონოდა ცისფერი თვალები. ერთბაშად წარმოვიდგინე იგი ცისფერი თვალებით და პირდაპირ შემზარა საკუთარი წარმოსახვის ნაყოფმა: ანუ იმან, თუ რას დაემსგავსებოდა ნატვრა რომ ასრულებოდა. მის ხმაში გაჟღერებული ნაღველი აშკარად სიბრალულისკენ მომიწოდებდა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეც სახელდახელოდ მოვიფიქრე ყალბი სიბრალულის გამომხატველი სიტყვები, მაგრამ მისმა მკრეხელურმა მოსაზრებამ ისე აღმაშფოთა, რომ სიბრალულის ნაცვლად ძალიან გავუბრაზდი".

ტონი მორისონის მომავალ შემოქმედებაზე დიდი როლი ითამაშა იმ ისტორიებმა აფრო-ამერიკელთა ცხოვრებიდან, რომელსაც ხშირად უამბობდა მამა ბავშვობაში. მისი საგამომცემლო სფეროში მოღვაწეობის პერიოდში მწერლის რედაქტორობით არაერთი ცნობილი აფროამერიკელის (მაგ: მუჰამედ ალი, ანჟელა დევისი ებდრიუ იანგი) ავტობიოგრაფია გამოიცა წიგნად "რანდონ ჰაუსისთვის". .

მოღვაწეობის განმავლობაში ტონი მორისონმა მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრემია დაიმსახურა, მათ შორის ნორმან მაილერის, ჯანეტ ჰაიდინგერ-კაფკას, ამერიკული წიგნის, პულიცერის, ჰელმერიხის, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემიები. ასევე გადაეცა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის წოდება და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.

86 წლის მწერალი დღესაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მონაწილეობს ფემინისტურ მოძრაობებში და სიტყვით გამოდის შავკანიანთა კონგრესებზე. მისი ნაწარმოები ითარგმნა იტალიურ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ქართულ, რუსულ, იაპონურ და სხვა ენებზე. მისი ცხოვრება და ბიოფრაფია კი არაერთი მონოგრაფიის საფუძვლად იქცა.

თინათინ შავლაძე
12:43 / 28-03-2017
ასე,არის ჩვენი ცნობიერება მოწყობილი ,რომ ცისფერი თვალები მოგვწონს ღია ფერის კანი , გრძელი და სწორი ფეხები მკვრივი მკერდით. ასე აღიქვამს ჩვენი ორგანიზმი სილამაზეს და რატომ უნდა ვებრძOლოთ მას?! ბიოლოგიზმს ჩვენში ვერ გავექცევით ვერსად მსოფლიოს კიდეზეც რომ დავდგეთ. შავი რასის სილამაზე კი სასაცილოა,შვედი უკრაინელი ჰოლანდიელი ინგლისელი ესპანელი იტალიელი ქართველი ქალი სჯობს თუ უგანდელი და ეთიოპიელი?! რატომ აღვიქვამთ ამ ქალებს უფრო ლამაზებად და მათ ნაკლებად ლამაზებად ალბათ ფსიქოლოგებმა და ბიოლოგებმა უნდა გასცენ პასუხი. ისე თეთრებმა რომ იგივე თქვან თეთრი რასის სილამაზე ქრებაო რასისტობაში დაგვდებენ ბრალს.
giorgi9
მსგავსი სიახლეები
ინოვაციური პროექტი "ლივინგსტონისა" და "პალიტრა L"-ისგან
კიმისა და რენე მობორნის წიგნში "ლურჯი ოკეანეების სტრატეგია" ბიზნეს სამყარო განხილულია ორ სივრცედ
პროექტის ფარგლებში გორისა და ზუგდიდის ბიბლიოთეკებმა უკვე 40 ტონაზე მეტი დაზიანებული წიგნი ჩააბარეს
"ილია II" - ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე, რომელშიც დღემდე უცნობ დეტალებს წაიკითხავთ
ბიჭი, რომელიც წიგნებს "აცოცხლებს"
ნიკოლას სპარკსი ცნობილია სიყვარულის, ტრაგედიის, ბედისწერის ამსახველი რომანებით
ქალი ეზოში ზის და ბავშვებს ხმაურიან თამაშს უკრძალავს, ცელქებს სათამაშოებს ართმევს, ბიჭებს ბურთს უჭრის...
16-გრამიანი ოქროს მონეტა პროექტ "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" ფარგლებში
მარკეტინგის სწორად მართვა ერთგვარი ომია, რომელშიც წლებია ათობით ათასი კომპანიაა ჩართული
სტენდალის 4-ტომეული "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიაში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:36 / 30-03-2017  Image მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა
15:12 / 30-03-2017  Image უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
11:15 / 30-03-2017  Image ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
16:25 / 30-03-2017  Image "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე
ფასის მიუხედავად შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა
11:01 / 30-03-2017  Image როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49