„ლიბერთინსი“ დღეს წიგნის კირა კასის „ერთადერთის“ პრეზენტაციას გამართავს

„ლიბერთინსი“ დღეს წიგნის კირა კასის „ერთადერთის“ პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დღეს, 17:00 საათზე გაიმართება პროექტ „ლიბერთინსის“ წიგნის, კირა კასის „ერთადერთის“ პრეზენტაცია და მეჯლისი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

„წიგნის სიუჟეტიც სწორედ მეჯლისზე ვითარდება, არის წითელი ხალიჩა, მუსიკა, მხიარულება, დრესკოდი. აუდიტორია შეარჩევს საღამოს ვარსკვლავურ წყვილს. ადგილზე ხმის მიცემის პრინციპით მეჯლისის ფარგლებში გამოვლინდებიან საღამოს პრინცი და პრინცესა. „ლიბერთინსელები“ გამარჯვებულებს წიგნებითა და სხვა სასიამოვნო პრიზებით დააჯილდოებენ.

„ლიბერთინსი“ „თავისუფალი თინეიჯერების“ ჯგუფია, რომელიც სათარგმნად დამოუკიდებლად არჩევს თანამედროვე, უცხოურ ლიტერატურას. ამ ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში უკვე 40-ზე მეტი ბესტსელერი გამოიცა და მრავალჯერ დადგა რიგი წიგნის მაღაზიებთან.

„ლიბერთინსმა“ მრავალ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა და ეს თაობა წიგნთან უფრო დაახლოვა. პროექტის ყოველი ღონისძიება წიგნიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - ანიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს