წიგნი წყალივით გვჭირდება

წიგნი წყალივით გვჭირდება

წყალი და წიგნი დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს მაცოცხლებელი წყლის მშობლიურ ქალაქ ბორჯომის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი და საჩუქრები გაეკეთებინათ.

საყელურიანი წყლის ბოთლები, რომელიც 4 დღის განმავლობაში ქალაქში უფასოდ დარიგდება, არ იქნება უბრალოდ წყალი. საყელურზე დატანებული 30 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით 7 აპრილს ტოპ 100 წიგნზე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. ახლა ალბათ ბევრი ბორჯომელი სევდიანად იკითხავს - კი, მაგრამ სად, ბორჯომში ხომ წიგნის მაღაზია არაა? ჯერ არა! თუმცა 7 აპრილს მაღაზიათა ქსელის ”ბიბლუსის” 53-ე მაღაზია სწორედ ბორჯომში გაიხსნება. 30 პროცენტიანი ფასდაკლება კი ერთადერთი საჩუქარი არაა, რომელიც ამ განსაკუთრებულ ფაქტს უკავშირდება.

ამ დღესთან დაკავშირებული სასიამოვნო მოვლენები სტარტს 4 აპრილს აიღებს. 4-7 აპრილს ბორჯომის ცენტრალური ქუჩების 2-3 პუნქტზე კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი არაგაზირებული მინერალური წყლის ბრენდის ”ბაკურიანის” და ”ბიბლუსის” ერთობლივი სტენდები შეგხვდებათ. ამ ადგილებზე პრომოები დაარიგებენ წყალი ”ბაკურიანის” სპეციალურ ბოთლებს საყელურით. აღნიშნული საყელური იქნება ფასდაკლების ბარათი და ამავდროულად, მოსაწვევი 7 აპრილს ”ბიბლუსის” პირველი მაღაზიის გახსნაზე ბორჯომში, რუსთაველის #28-ში. მისი საშუალებით სტუმრები 30 პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებენ სასურველი რაოდენობის წიგნებზე. ნებისმიერი მყიდველი უფასოდ მიიღებს ”ბიბლუსის” დაგროვებით ბარათსაც.

მაღაზიის გახსნის დღე მხოლოდ ფასდაკლებით არ აღინიშნება. უყურადღებოდ არ დარჩებიან წიგნის პატარა მკითხველები და თინეიჯერები.

ცელქი პეპი გრძელი წინდა, ჯეკ ბეღურა, ულამაზესი ელზა და სასაცილო ჯამბაზი დახვდებიან 13:00 საათზე მაღაზიაში მისულ პატარებსა და მათ მშობლებს. საყვარელი გმირები ბავშვებს უამრავი საჩუქრით და სიურპრიზით გაჯერებულ საბავშვო გასართობ პროგრამას შესთავაზებენ.

პროექტ ”ლიბერთინსის” წიგნებმა შეძლეს და საქართველოში წიგნის მაღაზიასთან რიგები დააყენეს. სწორედ ეს ელოდება ბორჯომელ თინეიჯერებსაც 15:00 საათზე ახლადგახსნილ მაღაზიაში. აქ გაიმართება პროექტის ახალი წიგნის მართა ბროკენრბოს ”სიყვარულის და სიკვდილის თამაშის” პრეზენტაცია. წიგნის გასაყიდი ფასი იქნება 3 ლარი 13-ის ნაცვლად. სტუმრებთან შესახვედრად ბორჯომში ჩავა ”ლიბერთინსის” წიგნების ცნობილი მთარგმნელი ნინო შეყილაძე. თინეიჯერები მასთან საუბარს და წიგნზე ავტოგრაფის მიღებას შეძლებენ. აღნიშნული ფასდაკლების პარალელურად, ”ლიბერთინსის” სერიის ყველა წიგნზე 50 პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს.

ამ განსაკუთრებული მოვლენების სათავე კი ორი პროდუქტისა და ორი ბრენდის ”ბიბლუსის” წიგნებისა და „ბაკურიანის” დამეგობრებაა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანს წიგნი წყალივით სჭირდება.

”ახალ ქალაქში შესვლისას ყოველთვის ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ჩვენი პროდუქტი დავუკავშიროთ ამ ქალაქს და მისთვის ყველაზე პოპულარულ პროდუქტს. ბორჯომისთვის ასეთი პროდუქტი, რა თქმა უნდა, წყალია. ამიტომაც ერთობლივი აქციის ფარგლებში მოხდა ორი ბრენდის დამეგობრება და შედეგად უნიკალური შეთავაზება მივიღეთ. ბორჯომელებს, რომლებიც დიდი ხანია მაღაზიის გახსნას გვთხოვენ, სურვილს ვუსრულებთ და პარალელურად, განსაკუთრებულ სიურპრიზებს ვთავაზობთ, რომელიც ბორჯომელებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს,” - ამბობს ”ბიბლუსის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ წამალაშვილი.

“ჩვენ ძალიან გვახარებს ასეთი სახის სიახლეები რეგიონში. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბორჯომის მოსახლეობას განსაკუთრებულად უყვარს ლიტერატურა. სწორედ ამიტომ გარკვეული პერიოდულობით ჩვენ მიერ დაარსებულ ტრეინინგ ცენტრში, სადაც ბორჯომელი მოზარდები სწავლობენ, ჩამოგვყავს თბილსიდან საინტერესო ადამიანები - ახალგაზრდა პოეტები, მწერლები, მსახიობები და ვაწყობთ შეხვედრებს, სადაც

ხდება გამოცდილების გაზიარება, საუბრები ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე. წიგნების მაღაზიის ისეთი ცნობილი ქსელის შემოსვლა ბორჯომში, როგორიც „ბიბლუსია“, კიდევ უფრო გამოაცოცხლებს გარემოს. წიგნი რომ წყალივით საჭიროა, ეს ფაქტია. ასევე ფაქტია ის, რომ განათლებული და წიგნიერი მომავალი თაობა როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის წარმატების საწინდარია,” - ამბობს ”IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.

არ დაგავიწყდეთ, წიგნი, რომელიც წყალივით საჭიროა, 7 აპრილიდან ქალაქ ბორჯომში უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ნანა მღებრიშვილი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს