დიდების საკითხავი ზღაპრები

დიდების საკითხავი ზღაპრები

დიდები, ზღაპრებმა შესაძლოა ისევე დააინტერესონ, როგორც პატარები. წარმოგიდგენთ "არასაბავშვო" ზღაპრებს.

1. "ველური გედი და სხვა ზღაპრები", მაიკლ კანინგემი

წიგნში შესულია 10 ცნობილი კლასიკური ზღაპარი, რომლებმაც კანინგემის მიერ დამუშავების შედეგად, ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მაგალითად, თქვენ გაიგებთ როგორ განვითარდა იმ უფლისწულის ცხოვრება, რომელსაც დამ პერანგის მოქსოვა ვერ მოუსწრო, ამიტომ მარჯვენა ხელის ნაცვლად მას გედის ფრთა დარჩა.

წარმოიდგენთ, როგორი უხერხულია ასეთი ფრთით მეტროში ჩასვლა ან ტაქსით მგზავრობა. კანინგემი ზღაპრებში კადრს მიღმა დარჩენილი მოვლენების განვითარების საკუთარ ვერსიას გვთავაზობს.

2. "ოკეანე გზის ბოლოს", ნილ გეიმანი

ნილ გეიმანის წიგნებში რეალურ ცხოვრებასა და ჯადოსნობას შორის ზღვარი ხშირად იშლება. ასეა ამ შემთხვევაშიც - მთავარი გმირი, ბიჭუნა უბრალო ინგლისური გარეუბნიდან აღმოაჩენს, რომ სამყარო ისეთი არაა, როგორიც ეს ყველას ჰგონია. ის საკუთარი თვალებით ნახავს საიქიოს წარმომადგენელ უცნაურ არსებებს.

თითოეულ მკითხველს მოუწევს გადაწყვიტოს, რა არის ეს - ბიჭუნას გაძლიერებული ფანტაზია თუ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც უცნაური ნამდვილად ხდება.

3. "ზამთრის ზღაპარი", მარკ ჰელპრინი

მარკ ჰელპრინის ყველაზე ცნობილი რომანი, რომელიც მაგიური რეალიზმის ჟანრშია დაწერილი. აქ ნახავთ ყველაფერს: დათოვლილ ნიუ-იორკს, უჩვეულო გარემოებებში აღმოჩენილ გმირებს, სიყვარულსა და საოცრებებს. წაიკითხეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს