კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:02 / 12-04-2017
ფრანგებისა და ინდიელების ომი. რომანი, რომელმაც მკითხველის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა
პირველი რომანი 31 წლის ასაკში დაწერა. წარმატების გემო სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლისთანავე შეიგრძნო. მისი რომანები პოპულარული გახდა ამერიკაშიც და ევროპაშიც. დღეს ჯეიმზ ფენიმორ კუპერს მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე პოპულარულ მწერალს, რომელმაც ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა. ყველაზე უკეთ მას იცნობენ როგორც რომანისტს, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. ფენიმორ კუპერის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.

“უკანასკნელი მოჰიკანი“ ისტორიული რომანია, რომელიც პირველად 1826 წელს გამოიცა. მასში მწერალი ამერიკულ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სადაც ომი ფრანგებსა და ინდიელებს შორის მიმდინარეობს.

მე-18 საუკუნე. ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ.

მწერალს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 1789 წლის 15 სექტემბერს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში მოსამართლის და მიწათმფლობელის უილიამ კუპერისა და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში ვაჟი - ჯეიმზ ფენიმორ კუპერი დაიბადა. ამ დღიდან მალევე ოჯახი უილიამ კუპერის მიერ დაარსებულ კუპერთაუნში გადასახლდა. დაწყებითი განათლებაც აქვე მიიღო. 13 წლის ასაკში კი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა ხარისხის მოპოვება ვერ მოახერხა - ცელქობის გამო, ჯეიმზ კუპერი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. „ცელქობა“ კი გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ-ერთ სტუდენტს კარი ჩამოუგდო, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ თურმე ბიჭი მაიმუნს წვრთნიდა, რათა პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლებინა.



უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიმზ კუპერი შემთხვევითმა გარემოებამ აქცია მწერლად და ამაზე მას არც არასდროს უოცნებია. ერთხელ, როდესაც მეუღლეს რომელიღაც მოთხრობას ხმამაღლა უკითხავდა, უთქვამს - დიდი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვერაფერია, უკეთესს დავწერდიო. გულისსწორს ქმრის სიტყვები ტრაბახად რომ არ ჩაეთვალა, კუპერმა თავს ძალა დაატანა და სულ რამდენიმე კვირაში თავისი პირველი რომანი დაწერა. წერის პროცესში კი მიხვდა, რომ მან თავის მოწოდებას მიაგნო. ეს ჭეშმარიტება შემდეგში დრომ არაერთხელ დაადასტურა.

„უკანასკნელი მოჰიკანი“ არაერთ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცა. ეს რომანი კონკრეტულად ერთ ასაკობრივ ჯგუფზე არ არის გათვლილი, მას აღტაცებითა და ინტერესით კითხულობენ როგორც დამწყები, ასევე სტაჟიანი მკითხველები. კინომოყვარულები კი აქტიურად ადევნებენ თვალს ამ რომანის სხვადასხვა ეკრანიზაციას, რომელთაგანაც ერთ-ერთი ცნობილი ეკრანიზაცია რეჟისორ მაიკლ მანის 1992 წელს გამოსული „უკანასკნელი მოჰიკანია“.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერის 6 ტომეული ჟურნალ გზასთან ერთად 13 აპრილიდან კვირაში ერთხელ გაიყიდება. ტომეულში 1 კი სწორედ „უკანასკნელი მოჰიკანი“ იქნება.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49