კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:03 / 13-04-2017
PR ევოლუცია ანუ წარმატებული პოლიტიკური კამპანიების შედეგები
„კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ მსოფლიოში ცნობილი მედია და მარკეტინგის ჟურნალისტის, დენი როჯერსის წიგნია საზოგადოებასთან ურთიერთობის ევოლუციის შესახებ.

როჯერსი ცნობილი პერიოდული გამოცემების The Independent-ის, The Guardian-ის, Financial Times’-ისა და Creative Business-ის რედაქტორი, საერთაშორისო მედიამაუწყებლობის კომენტატორი იყო. წიგნში პიარის განვითარების ისტორია ბიზნესის, სპორტის, შოუბიზნესისა და პოლიტიკის სამყაროში ცნობილი ყველაზე წარმატებული კამპანიების მაგალითებზეა მოთხრობილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ქეთევან დოლაკიძე:

„დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ ერთნაირად ინფორმაციული და საინტერესო საკითხავია, მათთვის, ვინც უკვე საკუთარი ცხოვრება საზოგადოებასთან ურთიერთობებსა და მარკეტინგს დაუკავშირა, და მათთვისაც, ვინც უბრალოდ სიამოვნებით იმოგზაურებდა რეკლამისა და სწორად დაგეგმილი PR კამპანიების სამყაროში.

მარგარეტ ტეტჩერის „ლეიბორისტები არ მუშაობენ“, ტონი ბლერის „ახალი ლეიბორისტები, ახალი ბრიტანეთი“ და ბარაკ ობამას „გაერთიანება ამერიკისათვის“ - ყველა ამ წარმატებული კამპანიისა, თუ სლოგანის უკან, პოლიტიკაში PR აგენტებისა და გამოცდილი პოლიტიკოსების ერთიანი გუნდი იდგა, რომელთა გამოცდილების გაზიარება ჩემთვის, როგორც ამ სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენლისათვის, განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი იყო. დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ -
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს არის შესაძლებლობა, ისწავლო მსოფლიოს წამყვანი PR სპეციალისტების წარმატებულ მაგალითებსა და დაშვებულ შეცდომებზე. შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო.



გაინტერესებთ, როგორია საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და მარკეტინგის სწორი სტრატეგიული შერწყმის გავლენა ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებზე, ტრადიციების თანამედროვეობასთან წარმატებულ სინთეზზე, კულტურულ მეტამორფოზაზე და, ზოგადად, განახლებასა და გარდაქმნაზე ბიზნესისა, თუ პირადი პროფესიული განვითარების გზაზე? მაშინ, დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“ სწორედ თქვენთვისაა... წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების ევოლუციის გზაზე, თქვენმა „შემოქმედებამაც“ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო PR კამპანიების „პოდიუმზე“.

„კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ ქართულ ენაზე პალიტრა L-ის ბიზნესლიტერატურის პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა.

იხილეთ მსგავსი სტატიები:

https://bpn.ge/biznesi/28610-jer-tsaikithkhe-da-hopla-mere-thqvio.html?lang=ka-GE

https://bpn.ge/finansebi/30265-tsigni-romelic-did-cvlilebebs-moakhdens-qarthul-biznes-seqtorshi.html?lang=ka-GE

https://bpn.ge/finansebi/32730-didi-tsigni-biznesze-sakhelmdzghvanelo-tsarmatebuli-biznesisthvis.html?lang=ka-GE

17:54 / 26-04-2017
საქართველო რომ შეძრა ისენიც გეთქვათ, თქვე კაი ხლხო?
-ბენზინიდან 1 ლარი მიშას ჯიბეში მიდის
-ქათმიდან ბარკალი მიშასია
-19 მილიარდი წაიღეს ნაცებმა
-5 მილიონი თითო სოფელს
-თითი საწარმო ყველა სოფელში
- და ასე შემდეგ:))
დონ დიეგო
17:54 / 26-04-2017
საქართველო რომ შეძრა ისენიც გეთქვათ, თქვე კაი ხლხო?
-ბენზინიდან 1 ლარი მიშას ჯიბეში მიდის
-ქათმიდან ბარკალი მიშასია
-19 მილიარდი წაიღეს ნაცებმა
-5 მილიონი თითო სოფელს
-თითი საწარმო ყველა სოფელში
- და ასე შემდეგ:))
დონ დიეგო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49