უნიკალური სამედიცინო ლიტერატურა, რომელზეც 20 ექიმისგან შემდგარი გუნდი მუშაობს

უნიკალური სამედიცინო ლიტერატურა, რომელზეც 20 ექიმისგან შემდგარი გუნდი მუშაობს

დღეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ერთად სამედიცინო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერი გამოვიდა, „ჯანმრთელობის ენციკლოეპდია ყველა თაობისთვის“ ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელიც 300-მდე საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო ექპერტის მიერი არის შექმნილი.

სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. „ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის“ - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს. აღნიშნული ენციკლოპედია საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტის მიერ შეიქმნა, რაც მისი სანდოობის და ხარისხის გარანტია. მისი ინგლისურიდან გადმოქართულებაზე კი 20 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს. წიგნი ადაპტირებული იქნება როგორც პროფესიონალებზე, ასევე არაპროფესიონალებზე, რომელთაც სურვილი აქვთ სამედიცინო სფეროში მეტი ცოდნა შეიძინონ. მასშტაბურ ექიმთა ჯგუფს საქართველოს მედიცინის ცნობილი დოქტორები ბატონი გურამ კიკნაძე და გივი ჯავაშვილი ხელმძღვანელობენ.

გურამ კიკნაძე: Merck-ის გამოცემა მსოფლიოში კლასიკურ ვარიანტად ითვლება, ის ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გამოდის და მტკიცებულებებზე გამყარებულ ზედმიწევნით სანდო მასალას შეიცავს. ეს კლასიკური სახელმძღვანელო ადაპტირებული იქნება როგორც პროფესიონალებზე ასევე არაპროფესიონალებზე. ეს არის აქამდე არსებული სამედიცინო ლიტერატურისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მაღალი დონის, დეტალური და ბევრი ინფორმაციის გამაერთიანებელი წიგნი.

- რამდენად მნიშვნელოვანია Merck-ის სამედიცინო ენციკლოპედია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის?

- სამედიცინო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის ორი კომპონენტით წარმოდგენილი. ერთია სამედიცინო პერსონალი, მეორე კი პაციენტურა და პაციენტის განათლება. სამედიცინო სასწავლებლებში პაციენტის განათლება სრულიად ცალკე საკითხია. სადაც ხაზი ესმება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებული მკურნალობისათვის პაციენტის თანამონაწილეობა. ეს წიგნი სწორედ ამ საქმეში იქნება დამხმარე.

- ვინ მუშაობს წიგნის მომზადებაზე?

- წიგნი ითარგმნება კვალიფიციური ექიმების დიდი ჯგუფის მიერ. მათ საკმაოდ კარგად იციან თავისი საქმე და შეუძლიათ კარგად და პროფესიონალურად თარგმნონ სამედიცინო საკითხები. “პალიტრა L“-ის საქმიანობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამჯერად კი მედიცინის სფერო მაქვს მხედველობაში. არის ასეთი ტერმინი „იურიდიული უწიგნურობა“, რომელიც გულისხმობს, რომ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არ იცის საკანონმდებლო საკითხები, მსგავსი სიტუაციაა კლინიკურ მედიცინასთან მიმართებაშიც. სამედიცინო სფეროში ცოდნის დაბალი დონის გამო კი მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითმკურნალობას არასწორად იწყებს, რაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. განთლებული, მცოდნე პაციენტი უკეთესად ითანამშრომლობს ექიმთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში. მსგავსი წიგნის გამოცემა ხელს უწყობს საზოგადოებაში სამედიცინო ცოდნის დონის ამაღლებას.

გივი ჯავაშვილი: ეს წიგნი არის განკუთვნილი ფართო საზოგადოებისთვის. ამ წიგნის საშუალებით დღეს ყველა ადამიანი შეძლებს მიიღოს თანამედროვე ინფორმაცია სამედიცინო სფეროს ყველა სპექტრის პრობლემის შესახებ. წიგნი დაგვეხმარება გავეცნოთ ფარმაკოლოგიას, გენეტიკას, ციტოლოგიას და სხვა სფეროებს, ასევე როგორ ვითანამშრომლოთ ექიმთან სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში. ამ წიგნში ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

როგორც ამბობენ, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური და სოციალური მდგომარეობაა და არა უბრალოდ დაავადების უქონლობა – ამგვარი ჰარმონია კი ჯანმთელობაზე ზრუნვით მიიღწევა, რაშიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ უნიკალური გამოცემა - „ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის“.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს