რომელი წიგნების ყიდვა შეგიძლიათ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 50 და 100 ლარად

რომელი წიგნების ყიდვა შეგიძლიათ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 50 და 100 ლარად

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017 წელს უკვე მეცხრამეტედ გაიმართება. "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის" ორგანიზებით, მე-19 ფესტივალი, ტრადიციულად, "ექსპო ჯორჯიაში" 25-28 მაისს ჩატარდება.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების განმავლობაში ღონისძიება საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ახორციელებს, რასაც ფესტივალის დამთვალიერებლების მზარდი რაოდენობაც ადასტურებს.

ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ისე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქვე იმართება გამომცემელთა მიერ ახალი წიგნებისა და ავტორების წარდგინებები, საჯარო კითხვა, შეხვედრა-დისკუსიები მწერლებთან, სპეციალური სტუმრის წარდგენა, ლიტერატურული დაჯილდოება, პროფესიული სემინარები და კონფერენციები. ფესტივალზე ყოველწლიურად ეწყობა საბავშვო კუთხე და იგეგმება გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.

ფესტივალის მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც სტუმრები წიგნების, დამხმარე მასალებისა და წიგნის აქსესუარების განსაკუთრებული სადღესასწაულო ფასდაკლებით შეძენას ახერხებენ.

გთავაზობთ წიგნების ოპტიმალურ კომპლექტებს, რომელთა ყიდვაც ფესტივალზე 50 და 100 ლარადაა შესაძლებელი.

ბიუჯეტი 50 ლარი, ვარიანტი 1:

• თომას მანი - მარიო და ჯადოქარი 1.2

• კონან დოილი - საზღვაო ხელშეკრულება 1.2

• ნიკო ლორთქიფანიძე - რაინდები 1.2

• სტივენ კინგი - ბალადა მოქნილ ტყვიაზე 1.2

• მსოფლიო კულინარია - 2 ტომი მექსიკური სამზარეულო 5

• კულინარია - სპაგეტი 3

• 49 წიგნი - რეი ბრედბერი - 451º ფარენჰაიტით 7

• ვინქს კლუბი - შერიგება 4.2

• თოვლის გუნდა - დაირეკა სკოლის ზარი 2.5

• აგატა კრისტი - მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში 6

• დიდი მხატვრები - რენუარი 12

• თაიმი - დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე 5.5

ბიუჯეტი 50, ვარიანტი 2:

• სამი გოჭი (ფაზლით) 5

• ჩემი რჩეული - ვაჟა-ფშაველა 4

• ჩემი რჩეული მსოფლიო - ოსკარ უაილდი - დორიან გრეის პორტრეტი 7

• ხმოვანი წიგნი - სინდბადის მოგზაურობა 6

• ზღაპრები ფერიებზე - ჩემი პატარა წიგნი 3

• ტოპ თრილერი - ერთ ბნელ, ბნელ ტყეში - რუთ უეარი 9.6

• რიუნოსკე აკუტაგავა - ჯადოქარი 1.2

• მსოფლიო კლასიკა - ფიცჯერალდი (ორენოვანი) 5

• პატარა პრინცი - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი - მოსწავლის არჩევანი 4.8

• მიშელ როსტენი-შვილი 4.5

ბიუჯეტი 100 ლარი, ვარიანტი 1:

• ჯეკ ლონდონი - თამაში 1.2

• მსოფლიო კულინარია - ჩინური სამზარეულო 5

• სწრაფი და გემრიელი - 5 ტომი მაკარონი, სპაგეტი, პასტა 2

• 49 წიგნი - ვლადიმერ ნაბუკოვი-ლუჟინის დაცვა 7

• უინსტონ ჩერჩილი - 50 პერსონა 6

• 50 წიგნი - ჯორჯ ორუელი - 1984 9

• ვინქსი - მოდა და მაგია (სტიკერები და აქტივობები) 6

• თოვლის გუნდას ჯადოსნური ყუთი 13.6

• აგატა კრისტი - მესამე გოგონა 6

• დიდ კინოდ ქცეული წიგნები-2 ტომი იდეალური ქმარი 2

• დიდი მხატვრები - რენუარი 12

• Disney frozen - სუსხიანი ზამთრის ამბავი 8

• (თაიმი) - მეორე მსოფლიო ომი 5.5

• ქართლის ცხოვრების ქრონიკები - 1 ტომი 4

• ლიბერთინსი - ემი იტერანტა - წყლის საიდუმლო 8

• ომის დროინდელი სიცრუეები - ლუის ბეგლი 5

ბიუჯეტი 100 ლარი, ვარიანტი 2:

• ჩემი რჩეული მსოფლიო - ტოლკინი - 6-ტომეული 42

• გახდი კინორეჟისორი 12

• ტენესი უილიამსი - ტრამვაი სახელად სურვილი 4

• პალიტრა კლასიკა - ილია ჭავჭავაძე 12

• ჩემი პირველი სიტყვების ჩანთა 6.6

• 13 ტ ძველი კოლხეთი და მითი არგონავტებზე - საქართველოს ილუსტრირებული ისტორია 9

• ტოპ თრილერი ბავშვი 44-ტომ რობ სმიტი 12

• თოვლის გუნდა თოვლის დედოფალი-წიგნი 9 2.5

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს