უჩვეულო მასტერკლასი თბილისის წიგნის ფესტივალზე

უჩვეულო მასტერკლასი თბილისის წიგნის ფესტივალზე

27 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე გამომცემლობა "პალიტრა L"-მა 8-ტომეულის, "საქართველოს კულინარიული ატლასის" უჩვეულო პრეზენტაცია გამართა. მან თავის მკითხველს რესტორნების ქსელ Downtown-თან ერთად "კულინარიული მასტერკლასი" შესთავაზა.

"საქართველოს კულინარიული ატლასი" უნიკალური გამოცემაა, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის გემო, კულინარიული ტრადიცია და წეს-ჩვეულებაა მოქცეული.

პავილიონის სცენაზე, რესტორნების ქსელის Downtown-ის შეფ-მზარეული და ბარმენი გემრიელ ქართულ კერძებსა და ფერად, კენკრისა და პიტნის საფირმო ლიმონათებს ამზადებდნენ, რომლის რეცეპტებიც რესტორანთან თანამშრომლობით კულინარიული ატლასის 8-ტომეულშიც არის წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ არა მარტო პირადად დაესვათ შეკითხვები კერძების მომზადების პროცესში, არამედ ესწავლათ, დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ მომზადებული. როგორც შეფ-მზარეულმა, ნიკოლოზ მაისაშვილმა აღნიშნა მათ მიერ შეთავაზებული რეცეპტით ნიგვზიანი მხალეულისა და ჯანსაღი ლიმონათების მომზადება ძალიან მარტივია. რაც მთავარია, ლიმონათები იმის გარდა, რომ ლამაზი შეფერილობისაა, ჯანსაღი სასარგებლო და გემრიელია.

"საქართველოს კულინარიული ატლასის" მეორე ტომის შეძენა 26 მაისიდან გახდა შესაძლებელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს