ხელოვნების სასახლეში "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" სრული სახით წარდგენა გაიმართება

ხელოვნების სასახლეში "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" სრული სახით წარდგენა გაიმართება

ხელოვნების სასახლეში, 12 ივნისს, 18:00 საათზე ლიტერატურული პროექტის "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" სრული სახით წარდგენა გაიმართება.

როგორც ცნობილია, პრეზენტაციას გაუძღვება პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია. საღამოს ფარგლებში პროექტი საქართველოს ისტორიისა და სამუზეუმო საქმის განვითარება-ხელშეწყობისთვის ხელოვნების სასახლის სპეციალური ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით" დაჯილდოვდება.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" საქართველოს ისტორიის ვიზუალური რეკონსტრუქციაა, რომელიც მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. ეს წიგნები საქართველოს ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით იქმნებოდა თითოეული ეპოქის საბრძოლო, საერო, თუ საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ. სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი წლების განმავლობაში მუშაობდა. დოკუმენტური მასალები ეკუთვნის: საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ხელოვნების სასახლეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს.

პროექტი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ სერიის ფარგლებში 30 წიგნი გამოიცა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს