საქართველოში სამი ბესტსელერი ოფიციალურად გამოვლენილია

საქართველოში სამი ბესტსელერი ოფიციალურად გამოვლენილია

საქართველოში სამი ბესტსელერი ოფიციალურად გამოვლენილია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 17 ივნისს, 15:00 საათზე, საბურთალოს ”ბიბლუსი გალერეა” (თბილისი, კანდელაკის #7), მკითხველს გრანდიოზულ სიურპრიზს ჰპირდება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, 15:00 საათიდან სამივე ბესტსელერის მასშტაბური წარდგენა გაიმართება. გალერეა უმასპინძლებს უამრავ მკითხველს, წიგნები კი პრეზენტაციის ფარგლებში უპრეცედენტო ფასად, მხოლოდ 3 ლარად გაიყიდება.

ბესტსელერების ლიდერია ელიფ შაფაქის - „სიყვარულის 40 წესი“, თურქი მწერლის ინგლისურად დაწერილი რომანი, რომელიც ამერიკელი ქალის ცხოვრებაში შემოჭრილი ორი სამყაროს, სიყვარულისა და აღმოსავლეთის შესახებ მოგვითხრობს. დათო ტურაშვილის შეფასებით, ეს არის რომანი მათთვის, ვისაც არ შეუძლია სიყვარულის გარეშე.

მეორე ბესტსელერია დათო ტურაშვილის ”ჯინსების თაობა” - გახმაურებული რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. რომანში სიუჟეტი თვითმფრინავის ბიჭების საქმის გარშემო ვითარდება. მთავარი გმირები ერთმანეთზე შეყვარებული ახალგაზრდები, გეგა და თინა არიან. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა.

მესამე ბესტსელერია დენიელ კიზის ”ყვავილები ელჯერონისთვის” - ამერიკელი მწერლის, ჰიუგოსა და ნებულას პრემიების ლაურეატი ავტორის წიგნი, ადამიანის ზებუნებრივი შესაძლებლობისა და მისი ცხოვრების ტრანსფორმაციის შესახებ.

პრეზენტაციას დაესწრებიან მწერლები, პოეტები და ლიტერატურულ სფეროში საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს