რა ხდება "ბიბლუსი გალერეასთან", სადაც სამი ბესტსელერი უპრეცედენტო ფასად იყიდება

რა ხდება "ბიბლუსი გალერეასთან", სადაც სამი ბესტსელერი უპრეცედენტო ფასად იყიდება

"ბიბლუსი გალერეაში", სადაც სამი ბესტსელერი - ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი", დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" და დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერონისთვის", უპრეცედენტო ფასად იყიდება, ხალხმრავლობაა. აქციის ფარგლებში აღნიშნული წიგნები მხოლოდ 3-ლარად იყიდება. აქციის დაწყებისთანავე, კანდელაკის ქ.7-ში, 15:00 საათიდან, "ბიბლუსი გალერეასთან" მკითხველების რიგი დგას.

საქართველოში სამი ბესტსელერი ოფიციალურად გამოვლენილია. ბესტსელერების ლიდერია ელიფ შაფაქის - "სიყვარულის 40 წესი", თურქი მწერლის ინგლისურად დაწერილი რომანი, რომელიც ამერიკელი ქალის ცხოვრებაში შემოჭრილი ორი სამყაროს, სიყვარულისა და აღმოსავლეთის შესახებ მოგვითხრობს. დათო ტურაშვილის შეფასებით ეს არის რომანი მათთვის, ვისაც არ შეუძლია სიყვარულის გარეშე.

მეორე ბესტსელერია დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" - გახმაურებული რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. რომანში სიუჟეტი თვითმფრინავის ბიჭების საქმის გარშემო ვითარდება. მთავარი გმირები ერთმანეთზე შეყვარებული ახალგაზრდები, გეგა და თინა არიან. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა.

მესამე ბესტსელერია დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერონისთვის" - ამერიკელი მწერლის, ჰიუგოსა და ნებულას პრემიების ლაურეატი ავტორის წიგნი, ადამიანის ზებუნებრივი შესაძლებლობისა და მისი ცხოვრების ტრანსფორმაციის შესახებ.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციაც, რომელსაც დაესწრებიან მწერლები, პოეტები და ლიტერატურულ სფეროში საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს