10 საუკეთესო წიგნი, რომელიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ 8-დან 14 წლამდე ბავშვებმა

10 საუკეთესო წიგნი, რომელიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ 8-დან 14 წლამდე ბავშვებმა

სწავლის დასრულების შემდეგ მშობლების საზრუნავი მხოლოდ კურორტების არჩევა როდია. ყველა მშობელს უნდა, რომ ამდენი თავისუფალი დრო ბავშვმა რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოიყენოს, მათ შორის, წიგნების საკითხავადაც.

რა წავაკითხოთ ბავშვს ზაფხულში? არ გეგონოთ ეს მარტო ოჯახის საზრუნავია. წიგნების მაღაზიების ხელმძღვანელები ამ თემაზე თქვენზე მეტს ფიქრობენ და თქვენთან ერთად არჩევენ წიგნებს სხვადასხვა გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მქონე ბავშვისთვის.

ამჯერად მაღაზია „ბიბლუსის“ მიერ შემოთავაზებულ არჩევანს გთავაზობთ, რომელიც 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებზეა

გათვლილი.

1. შერლოკი, ლუპენი და მე - ირენ ადლერი

"შერლოკი, ლუპენი და მე" სამი განუყრელი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომელებიც მუდამ გასაოცარ თავგადასავლებში ეხვევიან. ვინ არ დაფიქრებულა, როგორი იქნებოდა ბავშვობაში შერლოკ ჰოლმსი, ან ის ერთადერთი ქალი, რომელმაც სახელგანთქმულ მაძებარს სულის სიმშვიდე დაუკარგა?!. ან არსენ ლუპენი, ცნობილი „ჯენტლმენი ქურდი“, უცნაური ხასიათითა და ანალიტიკური აზროვნებით ასე რომ ხიბლავს მკითხველს?!. დიახ, ამ წიგნში ისინი ჯერ ისევ ბავშვები არიან!

2. საოცნებო მშობლები - დევიდ ბედიელი

ბავშვობაში ვის არ ჰქონია სურვილი თუნდაც ერთხელ მაინც შეეცვალა საკუთარი მშობლები? დევიდ ბედიელმა ეს სურვილი წიგნად აქცია და მას "საოცნებო მშობლები უწოდა" მთავარი გმირი ბარი ამბობს: „მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები“ და ყველაფერი იცვლება. ბარის 10 პუნტქტიანი სია აქვს, სადაც ჩანს რას ედავება მშობლებს. თუმცა, ისეთი სამყაროც არსებობს, სადაც პატარები მშობლებს თვითონ ირჩევენ. ამ სამყაროში მოხვედრა ბარისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...

3. საძაგელი მამიდა - დევიდ უოლიამსი

მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით.

თუ ის არ გაძლევს უფლებას, საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს, ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს, თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო? მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ადამიანი არასდროს არის მარტო და სიკეთეც ყოველთვის იმარჯვებს... წაიკითხე დევიდ უოლიამსის "საძაგელი მამიდა" და სტელასა და ჭვარტლასთან ერთად იბრძოლე ბოროტების დასამარცხებლად.

4. ტომ სოიერის თავგადასავალი – მარკ ტვენი

მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნი - ”ტომ სოიერის თავგადასავალი”. წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე, დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მსვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს.

5. ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი

არკ ტვენის რომანი ”ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” პირველად 1884 წელს გამოიცა. იგი ”ტომ სოიერის თავგადასავლის” გაგრძელებაა. ისტორია იწყება მისურში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, მდინარე მისისიპის ნაპირებზე. ფათერაკების მაძიებელი ყვაწვილები, ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი, რომელთაც ძველი თავგადასავლებისას დიდძალ განძს მიაკვლიეს, ცდილობენ გაერიდონ ცივილიზებულ სამყაროს

6. პატარა პრინცი - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

7. ბიძია ტომის ქოხი - ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

ბიძია ტომი და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებენ. თეთრკანიან ბატონთა უმრავლესობისობა შავკანიან მონას ადამიანად არ თვლის. მათთვის სიყვარულსა და ადამიანურ ბედნიერებაზე ოცნება აკრძალულია. ბევრი მონა ეგუება ასეთ ცხოვრებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის გზას ირჩევენ. ბიძია თომა ცხოვრების გზაზე აღმოაჩენს, რომ ადამიანის მთვარი ფასეულობა სულია, რომელსაც ვერავინ იყიდის; ღირსება, რომელსაც ვერავინ წაართმევს; და შინაგანი თავისუფლება, რომელსაც, თუ მოინდომებს, მონობაშიც შეინარჩუნებს.

8. ჰარი პოტერი

ჰარი პოტერი (ინგლ. Harry Potter) — ჯოან როულინგის მიერ დაწერილი 7 ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიაა. ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დერსლების ოჯახთან,დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ, ვისაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა, წერილი მიიღო და მალე სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, რასაც დერსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ. ჰარის დაბადების დღეზე კი მასთან მივიდა ნახევრად გოლიათი ჰაგრიდი და უთხრა, რომ იგი ჯადოქარია. ჰარი მიდის სკოლა ჰოგვარტში და ნამდვილი თავგადასავალიც ამ დროს იწყება.

9. აირჩიე სიკეთე - საოცრება

ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.

10. მფრინავი ბაბუა, ჯეკი და მათი თავგადასავალი - დევიდ უოლიამსი

დევიდ უილიამსი ნომერ პირველი ბესტსელერების ავტორია საბავშვო ლიტერატურის ჟანრში, რომელიც კვრაში 20 000-ზე მეტ წიგნს ყიდის. მისი მორიგი ბესტსელერი "მფრინავი ბაბუა, ჯეკი და მათი თავგადასავალი" კი რამოდემინე დღიანი რიგების მიზეზი გახდა მსოფლიოს წიგნის მაღაზიებში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ბაბუა და მისი შვილიშვილი ცდილობენ იმოგზაურონ წარსულში, როცა ბაბუა მფრინავი იყო და თავბრუდამხვევ თავგადასავლებში ეხვევიან.

შეარჩიეთ ზაფხულში საკითხავი წიგნები „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა