ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ

ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ

ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება. უფროსმაც და უმცროსმაც ნამდვილად უნდა ისარგებლონ თავისუფალი დღეებით, მათ შორის სულ პატარა მკითხველმაც. ვინაიდან პატარებს გამართულად კითხვა უჭირთ, სასურველია პროცესში უფროსიც ჩაერთოს. პატარას ან თავად უნდა წაუკითხოთ ან „შეეშველოთ“ და რიგრიგობით იკითხოთ გვერდები.

პატარა მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ასაკის შესაფერისი წიგნები შესთავაზოთ. როგორც ყოველ ზაფხულს, წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ ამჯერადაც გთავაზობთ არჩევანს, თუ რომელი წიგნები ჯობს 5-8 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

1. თოვლის გუნდას ამბები - ჯანაშია გულეური

თოვლის გუნდა ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ფუმფულა, მხიარული და ცოტათი სევდიანიც. სხვა ბავშვები დიდი ხნის წინ იცნობდნენ, თქვენ კი ახლა გაიცნობთ. დამეგობრდით, ითამაშეთ მასთან და ბევრ ფათერაკს გადაეყრებით. რაც მთავარია, თოვლის გუნდა მარტო არ არის.

2. ელისი საოცრებათა ქვეყანაში

ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა...

3. პატარა ქალაქის ზღაპრები - გურამ პეტრიაშვილი

ეს არის წიგნი პატარა ქალაქზე, სადაც შეხვდებით ყველას, გარდა ბოროტი ჯადოქრებისა და კუდიანებისა. აქ ცხოვრობს კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა, მხიარული მღებავიც ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ბავშვების ოთახებს ფერადი ყვავილებითა და მხიარული ფიგურებით ახალისებს. აქ ბალერინასაც შეხვდებით, რომელიც სცენას დაემშვიდობა, მაგრამ მაინც ძველებურად უყვარს ცეკვა. პატარა ქალაქში უამრავ განსხვავებულ პერსონაჟს შეხვდებით და ყველა ერთად საოცარ ზღაპრებს მოგიყვებიან.

4. ზღაპრები ბიჭებისთვის

ჩემი პატარა წიგნი ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებზე და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებზე და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.

წაიკითხეთ გაგრძელება

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს