რომელი ჟანრის წიგნებია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ზაფხულის პერიოდში?

რომელი ჟანრის წიგნებია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ზაფხულის პერიოდში?

წიგნების კითხვა ნებისმიერ სეზონზე, წლის ნებიმსმიერ დროს აქტუალურია და როგორც ბოლო წლების კვლევებიც გვიჩვენებს, მსოფლიოში წიგნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. ზაფხული ამ კუთხით განსაკუთრებულად აქტიური პერიოდია: ადამიანთა უმეტესობას შვებულება აქვს, მოსწავლეები და სტუდენტებიც საზაფხულო არდადაგებით ტკბებიან, იწყება მოგზაურობის პერიოდიც და ყველა ამ პროცესის თანმდევი ნაწილი სწორედ წიგნია. როგორც ჩანს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბოლო წლებია ერთი და იგივე ტენდენცია შეინიშნება და ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით თრილერისა და დეტექტივის ჟანრის წიგნები სარგებლობს. გთავაზობთ ბოლო 5 წლის მონაცემებით მსოფლიოში, ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნად წიგნებს თრილერისა და დეტექტივის ჟანრიდან:

1. გაუჩინარებული ქალი - გილიან ფლინი

გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო. წიგნში მოთხრობილი ამბავი მაშინ იწყება, როცა მთავარი გმირი კარგავს ცოლს. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება...

2. გოგონა მატარებელში - პოლა ჰოკინსი

წიგნის მთავარი გმირი რეიჩელი ალკოჰოლიკია, რომელიც ქმარმა მიატოვა. რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. მას უჩნდება გრძნობა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება სრულყოფილი ეჩვენება. მერე ის ხედავს რაღაცას, რაც სრულიად ყველაფერა ცვლის - რეიჩელს ეძლევა შანსი, იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდეს, რომლებსაც შორიდან ადევნებდა თვალს.

3. გოგონა დრაკონის ტატუთი - სტიგ ლარსონი

"გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ "მილენიუმის ტრილოგიისა", რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. წიგნის გმირი ჰარიეტი 40 წლის წინ გაუჩინარდა და მთელი ამ დროის მანძილზე მას ბიძა ეძებდა. ახლა კი მას ამ საქმეში ნიჭიერი გოგონა ეხმარება დრაკონის ტატუთი.

4. ქვრივი - ფიონა ბარტონი

The Wall Street Journal-ის 2016 წლის საუკეთესო წიგნად აღიარებული ფიონა ბარტონის „ქვრივი“ მძაფრი თრილერების მოყვარულთათვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა იქნება. მთავარი გმირი, ჯეინი, უამრავ საიდუმლოს მალავს, იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელში ეჭვმიტანილიც მისი ქმარია. მისი ქმარი გარდაიცვალა და დუმილის მიზეზიც აღარ არსებობს, თუმცა არის უამრავი ადამიანი, რომელთათვისაც ჯეინის დუმილი ფასდაუდებელია...

5. ქრისტინი - სტივენ კინგი

სტივენ კინგის კიდევ ერთი მსფოლიო ბესტსელერი „ქრისტინი“ არის ისტორია სასიყვარულო სამკუთხედზე, მაგრამ არა უბრალოდ ადამიანების მონაწილეობით, არამედ ადამიანებისა და მანქანის.

ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი კანინგემი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ ის ყველასგან განსხვავებული იყო. ქრისტინი ქალი არ არის ის ძველი "პლიმუთია", რომელშიც მოხუცის ბოროტი სულია ჩასახლებული და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი სძულს, გარდა თავისი პატრონისა...მაინც როგორ უნდა დაამარცხო ის, ვინც არც კი არსებობს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სტივენ კინგი ჩვეული ოსტატობით ცდილობს და ქმნის იდუმალებით მოცულ ნაწარმოებს არაორდინალური გმირებით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს