"გათხოვილის დღიურის" პრეზენტაცია ბიბლუსი გალერეაში

"გათხოვილის დღიურის" პრეზენტაცია ბიბლუსი გალერეაში

ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო, როცა ავტორმა  „გათხოვილის დღიური “-ს დაწერა Marao.ge-სთვის გადაწყვიტა. თავდაპირველად მკითხველს კვირაში ერთი ეპიზოდის წაკითხვის საშუალება ეძლეოდა, მათივე დაჟინებული თხოვნის შემდეგ კი marao.ge - ის მკითხველისთვის ავტორი უკვე მეორე ეპიზოდსაც აქვეყნებდა, რას საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ავტორს მკითხველის ინტერესის დასაკმაყოფილებლად სიუჟეტის გზადაგზა მოფიქრება უწევდა. ვინაობა ბოლო ეპიზოდის გამოქვეყნების შემდეგ გაამხილა.

 

„ვწერდი სულ, მქონდა მუზა თუ არა, რადგან  ვიცოდი, მკითხველები  მელოდებოდნენ. მიხაროდა ის ფაქტი, რომ ჩემს ბლოგს არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც სტუმრობდნენ და თავიანთ აზრს კომენტარებში აფიქსირებდნენ.  ეს არის საოცარი  შეგრძნება.  5 წლის წინ, „გათხოვილის დღიურს“  ბლოგის სახე ჰქონდა, ახლა კი წიგნია,“  - თეა ინასარიძე  (წიგნის ავტორი)

წიგნის პრეზენტაცია კანდელაკის ქუჩაზე მდებარე „ბიბლუსი გალერიში“ შედგა.  იყო თითქმის ყველაფერი, რაც ქალებს ბედნიერებას ანიჭებს. ლამაზი გარემო,  გემრიელი კოქტეილი და რაღა თქმა უნდა,  ყავა და შოკოლადი.  მიუხედავად მსურველთა სიმრავლისა, თეამ არავინ დატოვა უყურადღებოდ. დაუზარელად უტოვებდა ავტოგრაფს ყველას, ვინც მისი წიგნი შეიძინა. „გათხოვილის დღიურის“  შეძენა, პრეზენტაციის დღეს სპეციაულ ფასად, 5 ლარად შეეძლო მსურველს.

თეას ეკუთვნის ისეთი საინტერესო პროექტები, როგორიც არის : „ოცდამეხუთეს ეფექტი“ (რომანი, დეტექტივი); „ლაბირინთი“ (რომანი, დეტექტივი); „მდუმარე სასტუმრო“ (რომანი, დეტექტივი, ფენტეზი, მისტიკის ელემენტებით) და „ღამურების სახლი“ (ფანტასტიკა). ასევე, სათავგადასავლო ნოველა სახელწოდებით „თამაში“, რომელიც გახლდათ რეალითი შოუს ელემენტებით.  როგორც ავტორმა გვითხრა, მას აქვს საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებას  აუცილებლად აპირებს, თუმცა, ზუსტად რა იქნება, ამას არ გვიმხელს და საიდუმლოდ იტოვებს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს