წიგნი, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

წიგნი, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

“ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, უნივერსალური სამედიცინო წიგნია. მისი პოპულარობა ბუნებრივია _ მასზე ხომ საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც წიგნის სანდოობასა და მასში თავმოყრილი ინფრომაციის ხარისხს მაქსიმუმამდე ზრდის. "მერკის" გამოცემა მსოფლიოში კლასიკურ ვარიანტად ითვლება.

„ჯანმრთელობის ენციკლოპედია“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად თვეში ერთხელ, 7 ტომად გამოიცემა. ენციკლოპედიის პირველი ტომი 1 მაისს გამოვიდა და მის მიმართ მაშინვე დიდი მოთხოვნა და ინტერესი გაჩნდა მკითხველის მხრიდან, რაც არ ნელდება დღემდე. 24 ივლისს მერკის ქართული ვარიანტის IV ტომი გამოვიდა, ხოლო, მალე, 21 აგვისტოს მეხუთე ტომიც გამოვა. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" კვალიფიციური ექიმების ჯგუფის მიერ ითარგმნა. როგორც დანარჩენებზე, ამ ტომის შექმნაზეც პროფესიონალი ექიმების 20-კაციანი გუნდი მუშაობდა. ამჟამად ამ გუნდის ერთ-ერთ წევრს, ნია ხაჭაპურიძეს გაგაცნობთ.

ნია ხაჭაპურიძე: ეს წიგნი განკუთვნილია როგორც რიგითი, არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. მასში ადამიანები გაეცნობიან ძალიან მარტივად გასაგები ენით გადმოცემულ სამედიცინო ინფორმაციას. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ექიმი არ უნდა იყოს ადამიანის დაავადების ერთადერთი მმართველი. ყოველი პიროვნება უნდა ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დაავადებაზე, მკურნალობაზე, ყველაფერზე, რაც მის თავს ხდება და თვითონ უნდა მიიღოს ამ ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილება. ამიტომაა, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, მეტი გავაგებინოთ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და ეს წიგნიც სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ მაქსიმალურად მარტივი ენით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიდესხალხთან. წიგნის გამორჩეული სტრუქტურა,ცხრილები, ილუსტრაციები და ჩანართები კი ამაში გვეხმარება.

_ ვინ მუშაობდა წიგნის შექმნაზე და რამდენად კომპეტენტურია მასში თავმოყრილი ინფორმაცია?

წიგნი 100 წელზე მეტია რაც გამოდის და ის ერთი ავტორის დაწერილი არაა. დღემდე მასზე ბევრი პროფესორი მუშაობს, ყოველი მათგანი კომპეტენტური და თავისი სფეროს პროფესიონალია. იმიდ მიხედვით, თუ რა ხდება მედიცინაში, დღემდე ზუსტდება და ახლდება წიგნში შესული ინფორომაცია. მერკის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმძღანელოები ნამდვილი მსოფლიო ბესტსელერია მედიცინის სფეროში.

ავტორთა ენა განსხვავდება, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ყველა ავტორი ერთი პრინციპითაა შერჩეული, რომ მისი ნაწერი იყოს გასაგები, ზუსტი და გადამოწმებულ ინფორმაციას გვაწვდიდეს. მასში მეცნიერული დასახელების პარალელურად ხშირად არის გამოყენებული ის ტერმინები, რომლებიც ხალხშია გავრცელებული.

_ პირად ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის თუ გამოგიყენებიათ მერკის ეს გამოცემა?

_ მე სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და, შესაბამისად,ზუსტად ეს წიგნი არ გამომიყენებია, თუმცა მერკს აქვს ვერსია ექიმებისთვისაც, რომელსაც სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყენებდი და ერთ-ერთი ძირითადი წიგნი იყო ჩემთვის.

რადგანაც ვთარგმნი, არ მინდა, რომ ახლობლებმა რეკლამაში ჩამომართვან, მაგრამ სულ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი უნდა ჰქონდეს ყოველ ოჯახს , რადგან მასში ამდენი ფასეული, გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციაა თავმოყრილი. რაც უპირატესობაა ამ წიგნისთვის. ყველას მინდა ვუთხრა ხოლმე, იკითხეთ და აუცილებლად შეიძინეთ.

სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ წიგნში შეტანილი ინფორმაცია ჩემთვის უცნობი თანამემამულის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და ამაში მეც მექნება მცირე წვლილი შეტანილი.

ეკა სალაღაია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს