როგორ ვავარჯიშოთ ბავშვი ინგლისურსა და მათემატიკაში

როგორ ვავარჯიშოთ ბავშვი ინგლისურსა და მათემატიკაში

მშობლების უმრავლესობა წუხს, რომ დაწყებით კლასებში ბავშვებს ყველაზე მეტად მათემატიკისა და უცხო ენის შესწავლა უჭირთ. ჩვენს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პროგრამებს რომ ბევრი ხარვეზი აქვთ, ამას პედაგოგები არც მალავენ და ალბათ ესეც არის მიზეზი, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ძირითადად უცხო ენისა და მათემატიკის რეპეტიტორებთან დადიან. სანამ სწავლა დაიწყება, დაგვთანხმებით, რომ ამ საგნებში გავარჯიშება ბავშვებს მასწავლებლების გარეშეც არ აწყენთ. მითუმეტეს ზაფხულში, როცა დრო საკმარისზე მეტი აქვთ.

სწორედ ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, გამომცემლობა პალიტრა L-მა ინგლისურისა და მათემატიკის სახალისო სავარჯიშოების კრებულები გამოუშვა.

ეს ფერადი და ლამაზად ილუსტრირებული წიგნები მარტივად, თამაშ-თამაშითა და სახალისო სავარჯიშოებით ასწავლის პატარებს ელემენტარულ მათემატიკასა და ინგლისურ ენას - ასოებსა და სიტყვებს.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, ეს სახალისო, სასწავლო რესურსია ბავშვებისთვის. თამაშის პარალელურად პატარა კიდეც გაერთობა და სასარგებლო ცოდნასაც აითვისებს. ადვილად გამოიყენებენ სკოლის ან ბაღის მასწავლებლები, მშობლები, არც ბავშვებს გაუჭირდებათ მასალაზე დამოუკიდებლად მუშაობა.

წაიკითხეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს