კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:36 / 07-08-2017
რა გავლენა აქვს ილუსტრაციას ბავშვის ფსიქიკაზე და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგად ილუსტრირებული წიგნი
თანამედროვე სამყაროში ილუსტირებული წიგნების მიმართ ბავშვების ინტერესი განსაკუთრებით დიდია, გარდა იმისა, რომ წიგნის ფურცლებზე ვიზუალური ეფექტები ხიბლავთ, ილუსტრირებულ წიგნებს ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათთვის.
ფსიქოლოგების აზრით, ილუსტრაციების გამოყენება საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ბავშვებს წიგნები ადრეული ასაკიდან შევაყვაროთ.
განათლების ფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით თავის შეხედულებას გვიზიარებს და ამბობს, რომ "ბავშვი სანამ წერა - კითხვას ისწავლის, სურათების, ნახატების, ილუსტრაციების საშუალებით აღიქვამს ინფორმაციას, წარმოსახვას ივითარებს და უფრო საინტერესო, მიმზიდველი არის ეს ყველაფერი მისთვის“.

ალბათ დაგვეთანხმებით,
რომ ბავშვების მოთხოვნა ილუსტრირებული წიგნების მიმართ სულ უფრო იზრდება და არჩევანის გაკეთება ამ მხრივ, ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნები, რომელთა შესაძენად მომხმარებელს დიდხანს ყოყმანი ნამდვილად არ დასჭირდება. მაგალითად, ისეთი როგორებიცაა დისნეის წიგნები. მით უმეტეს, როცა დისნეის პერსონაჟები მრავალი ფსიქოლოგიური კვლევის საფუძველზე იქმნება და მისი ილუსტრაციები ბავშვის ფსიქიკისთვის არათუ გამაღიზიანებელი, არამედ დადებითი ემოციების მიმცემია.

საერთაშორისოდ აღიარებული კრიტიკოსი და ანიმაციის ისტორიკოსი ჩარლზ სოლომონის აზრით, სავარაუდოდ, არც ერთი სხვა საბავშვო წიგნი არ არის ისეთი ძვირფასი, როგორც დისნეის "ოქროს წიგნები“. მისი თქმით, ხელოვნება დისნეის წიგნებში დღესასწაულობს და ეს აყვავებული მემკვიდრეობა უკვე 80 წელზე მეტია გრძელდება.

"ხელოვნება დისნეის წიგნებში“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ჩარლზ სოლომონი უოლტ დისნეის სიტყვებით იწყებს - "წიგნებში უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე პირატების "განძთა კუნძულზე“ და რაც მთავარია, შენ შეგიძლია ისიამოვნო ამ სიმდიდრით ყოველდღიურად“. ეჭვგარეშეა, რომ ამ სიტყვებით უოლტ დისნეი გულისხმობდა კითხვის შედეგად შესწავლისა და წარმოსახვის შესაძლებლობების არამატერიალურ სიმდიდრეს, მაგრამ როდესაც დისნეის წიგნებს ხელოვნების ნიმუშად თვლიან, ანიმაციის ისტორიკოსი ფიქრობს, რომ უოლტის შეხედულება წიგნებზე პარალელურ მნიშვნელობასაც იძენს.

ჩარლზ სოლომონის ასეთი შეფასების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი მომხმარებელი შეემატება დისნეის წიგნების მოყვარულთა რიგს და სწორედ მათთვის საქართველოში კომპანია ”დისნეის” წიგნების ოფიციალურ და მასშტაბურ გამოცემას. გამომცემლობა პალიტრა L უზრუნველყოფს, რომელიც ქართული წიგნების ბაზარს ”დისნეის” სხვადასხვა სახის ლიცენზირებული პროდუქციით ამარაგებს. ბავშვებისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები თავიანთ თავგადასავალს ამჯერად ქართულ ენაზე მოგვითხრობენ. კიდევ უფრო სასიამოვნო ინფორმაცია ამ ამბავში ის არის, რომ პატარები საყვარელ პერსონაჟებზე ნაცნობ ისტორიებთან ერთად ისეთ თავგადასავლებსაც წაიკითხავენ, რომლებიც მულტფილმებში არ უნახავთ.

sponsored by ContentRoom
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:44 / 18-01-2018  Image თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა
15:05 / 18-01-2018  Image კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი
19:40 / 18-01-2018  Image "მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
გურამ ჩიხლაძე 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ
17:52 / 18-01-2018  Image ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს
23 წლის გოგოს ორი დღეა სამართალდამცავები ეძებდნენ
13:06 / 18-01-2018  Image წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49