სამი მსოფლიო ბესტსელერი

სამი მსოფლიო ბესტსელერი

20 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის #7) ლიტერატურული საღამო, 3 მსოფლიო ბესტსელერის წარდგენა გაიმართება.

„კაცი სახელად უვე“ - ფრედრიკ ბაკმანის, შვედი, IMPAC-ის პრემიის ლაურეატი მწერლის რომანია. წარადგენს მწერალი, გიორგი კეკელიძე და მთარგმნელი, პაატა ჩხეიძე.

„ნამსხვრევები“ -კანადელი მწერლის ენ მაიკლსის, Guardian-ის, IMPAC-ისა და სხვა ლიტერატურული ჯილდოების მფლობელი რომანია.  წარადგენს ფილოსოფოსი, ლაშა მათიაშვილი და მთარგმნელი, ეკა მაჩიტიძე.

„ლურჯი კოჭის ძაფი“- ენ ტაილერის, ამერიკელი, პულიცერის ლაურეატი მწერლის რომანია. წარადგენს ლიტერატურათმცოდნე, ია ბერსენაძე და მთარგმნელი, ლალი გოგაძე.

წიგნები გამოცემულია ლიტერატურულ სერიაში „წლის ბესტსელერი #1“, რომელიც ხალხისა და ლიტერატურის კრიტიკოსების რჩეულ რომანებს აერთიანებს.

მის: თბილისი, კანდელაკის #7

ღონისძიების ბმული:  https://goo.gl/XctzHv

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს