4 ოქტომბერს "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნეს ღონისძიება - "რეკლამა თანამედროვე სამყაროში" გაიმართება

4 ოქტომბერს "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნეს ღონისძიება - "რეკლამა თანამედროვე სამყაროში" გაიმართება

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე "ფაბრიკას" (ე. ნინოშვილის #8) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნეს ღონისძიება, თემაზე "რეკლამა თანამედროვე სამყაროში".

ღონისძიების სპიკერები იქნებიან: თორნიკე გურული, გიორგი პოპიაშვილი და გიორგი ქვლივიძე.

"ლურჯი ოკეანის კლუბის" შესახებ:

პროექტი "ლურჯი ოკეანე" ეს არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების წიგნებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება, "ლურჯი ოკეანის კლუბი", რომელიც საქართველოში ბიზნეს განათლების მხარდაჭერასა და ამაღლებას ისახავს მიზნად. კლუბი წარმატებულ ბიზნეს პრაქტიკოსების, თეორეტიკოსებსა და სტუდენტებს გააერთიანებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სათარგმნი ბიზნესლიტერატურის შერჩევაში, საგამომცემლო პროცესსა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში. კლუბის ფარგლებში ჩატარდება ბიზნეს სემინარები და ტრენინგები.

პრეზენტაციის ფარგლებში ჩატარდება კლუბის პირველი ღონისძიება, რომლის განრიგიც ასეთია:

16:00 - კლუბის პრეზენტაცია

16:35 - თორნიკე გურული- მარკეტინგის პროფესორი - "STEVIE AWARDS და რებრენდინგის ხელოვნება"

17:05 - Coffee Break

17:20 - გიორგი პოპიაშვილი - ეფექტური სარეკლამო კომუნიკაცია

17:55 - გიორგი ქვლივიძე - რეკლამა, როგორც ასეთი

ღონისძიების ბმული: https://goo.gl/JULcvB

ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს