რატომ არის შაბათი საუკეთესო დღე წიგნის კითხვისთვის?

რატომ არის შაბათი საუკეთესო დღე წიგნის კითხვისთვის?

წიგნის კითხვა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. დატვირთული სამუშაო დღეები, გაუთავებელი საქმეები, სამსახური, საცობები, ოჯახი, შვილები... ყოველი მეორე წუწუნებს, რომ გადარბენაზეა, დაღლილია, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება... ნაკლები დრო გვრჩება განტვირთვისა და კითხვისთვისაც. ამავდროულად წიგნის კითხვის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი განათლების მიღება. გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ კითხვა ყველაზე უკეთ ავითარებს აზროვნებას, წარმოსახვის უნარს და კითხვის პროცესი აჩქარებს დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენის პროცესსაც კი. როგორც ამბობენ, დღეში 20 გვერდს მაინც უნდა ვკითხულობდეთ იმისთვის, რომ აქტიურ მკითხველებად მივიჩნეოდეთ, თუმცა გადატვირტული გრაფიკის გამო ხშირად ამ 20 გვერდის წაკითხვის საშუალებაც ნაკლებად გვეძლევა, მაგრამ კვირაში ერთი დღე ნამდვილად მოიძებნება, როდესაც თითოეულ ადამიანს შეუძლია მოიწყოს სასიამოვნო განტვირთვა წიგნით ხელში.

„მინდა, შაბათი დღე კითხვის დღედ დავაწესო“ _ თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვიარაო ქადაგებაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ და ეს მოწოდება ძალიან სწრაფად აიტაცა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. შაბათი მართლაც არის დღე, როდესაც დატვირთული კვირის შემდეგ მყუდრო გარემოში კარგი წიგნის კითხვით შეგვიძლია შევიქციოთ თავი. ამ მოწოდებას არამარტო მკითხველები, არამედ საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსიც“ გამოეხმაურა. ამ საკვირაო ქადაგების შემდეგ გადაწყვიტა „ბიბლუსმა“ შაბათის აქცია შეეთავაზებინა თავისი მომხმარებლისთვის. შაბათის აქცია ყოველკვირეულ, სისტემატიურ ხასიათს ატარებს და მკითხველს მუდმივად სთავაზობს საინტერესო წიგნებს დიდი ფასდაკლებით. ყოველ შაბათს „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბიბლუსის მიერ წინასწარ შერჩეული 3 წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს და შაბათი დღე ახალი წიგნის კითხვით დაიწყოს. მნიშვნელოვნია ის, რომ წიგნების მაღაზიათა ქსელი ცდილობს ყველა ტიპის მკითხველის ინტერესები გაითვალისწინოს და როგორც წესი, შაბათის აქციაში წარმოდგენილია ხოლმე როგორც მხატვრული ლიტერატურა ზრდასრულთათვის, ასევე საბავშვო და შემეცნებითი წიგნები.

ასე რომ, თუ გიყვართ წიგნების კითხვა, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო სამუშაო დღეებში ამას ვერ ახერხებთ შაბათი დღის გამოყენება ამ კუთხით ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ ამ დღეს ყოველთვის მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, მეორე მხრივ კი თუ მთელი კვირა ისე გავიდა, რომ ვერ გადაწყვიტეთ რომელი წიგნი წაიკითხოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ „ბიბლუსის“ შაბათის შემოთავაზებას, შეიძინოთ წიგნი ხელმისაწვდომ ფასად და წიგნის კითხვის დღედ დაწესებული შაბათი სასიამოვნოდ გაატაროთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს