ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის კლიფორდ სიმაკის რომანი „ქალაქი“ ქართულად ითარგმნა

ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის კლიფორდ სიმაკის რომანი „ქალაქი“ ქართულად ითარგმნა

სადამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? ეს არის კითხვა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ძალიან აქტუალურად დგას და მასზე პასუხის მოძებნას ვერავინ ახერხებს. საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ მასზე რომანებიც კი იქმენაბა. ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანიც „ქალაქი“. რომანში მოთხრობილია ლეგენდები, მითები, ისტორიები ძაღლებსა და ადამიანთა მიერ შექმნილ ცივილიზაციაზე.

”ქალაქი” უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. წიგნის პრეზენტაციას 29 სექტემბერს „ფაბრიკას“ ბარ Camora Basement-ში, 19:00 საათზე გაიმართება. მას მთარგმნელი და მწერალი ირაკლი ლომოური და ფოტოგრაფი ინდიგო ფლორი (ციცი ჩხეიძე) წარადგენენ. საინტერესოა წიგნის ქართული გარეკანიც, რომლის შექმნაზეც მხატვარმა მუსია ქებურიამ იმუშავა.

რომანი ლიტერატურული სერიის „პორტალის“ ფარგლებში გამოიცა. სერია „პორტალი“, ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დისტოპიური ჟანრის რომანებს აერთიანებს.

რაც შეეხება ავტორს, კლიფორდ სიმაკი თანამედროვე ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. ის სამჯერ გახდა „ჰიუგოს“ პრესტიჟული დაჯილდოების ტრიუმფატორი. მიღებული აქვს „ნებულას“ ჯილდო. 1977 წელს კლიფორდ დ. სიმაკმა ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მწერალთა საუკეთესო სამეულში დაიმკვიდრა თავი, გარდაცვალების შემდეგ კი, 1988 წელს, ბრემ სტოკერის სახელობის ჯილდო მიაკუთვნეს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს