ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კაზუო იშიგურომ მიიღო

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კაზუო იშიგურომ მიიღო

ლიტერატურაში ნობელის პრემია იაპონური წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა კაზუო იშიგურომ მიიღო. შვედური აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტორმა "რომანებში გააშიშვლა ჩვენი ილუზორული კავშირი სამყაროსთან".

მწერალს შვიდი რომანი აქვს დაწერილი, რომელიც 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია "არასოდეს გამიშვა" (Never let me go), რომლის მიხედვითაც 2010 წელს ფილმი გადაიღეს. "დღის ნარჩენებისთვის" კი (The Remains of the Day) იშიგურომ ბუკერის პრემია მიიღო.

ნობელის პრემიის ლაურეატის ორი ნაწარმოები - "დაფლული გოლიათი" და "არასოდეს გამიშვა" ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ არის გამოცემული.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს