აქცია, რომელიც არ მეორდება

აქცია, რომელიც არ მეორდება

გამომცემლობა "პალიტრა L" ერთი წელია, ერთგულ მკითხველს განსაკუთრებულ ტოპ შეთავაზებებს უკეთებს. წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდა - სწორედ ეს არის გამომცემლობის მიზანი, რომელიც მუდმივად ახალი აქციებისა და ფასდაკლებების შექმნაზე მუშაობს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აქციას "კვირის ტოპ შეთავაზება". საბავშო, კლასიკა, მხატვრობა - თითქმის ყველა სერიის წიგნი, რომელიც გამოცემულია პერიოდულად, ხვდება აღნიშნულ აქციაში. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების მკითხველი 50%-დან 70%-მდე ფასდაკლებით ყიდულობს მისთვის სასურველ წიგნს.

წიგნის ნახევარ ან უფრო დაბალ ფასად შეძენა ქართველი მკითხველისთვის ნამდვილად დიდი შეღავათია. სწორედ ამიტომ ყოველკვირეულად ახლ-ახალი წიგნები აქციის ფარგლებში განსაკუთრებული სისწრაფით იყიდება.

ამ კვირის "პალიტრა L"-ის ტოპ შეთავაზებაშია: ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელი", რომელსაც 12 ლარის ნაცვლად 5 ლარად შეიძენთ და "ჯადოსნური მსხლის ხე", რომელსაც თან ახლავს ტულუზ ლოტრეკის ჯადონსური ნახატები. წიგნს მხოლოდ და მხოლოდ 2 ლარად მიიღებთ.

რაბლეს რომანმა პანტაგრუელზე, კეთილ მეფე-გოლიათზე, გამოსვლისთანავე საოცარი პოპულარობა მოიპოვა. სორბონის თეოლოგიის ფაკულტეტმა წიგნი დაგმო, კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალა. თუმცა თხზულება ფარულად ვრცელდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. 1534 წელს, ფსევდონიმით გამოვიდა წიგნი გარგანტუაზე, პანტაგრუელის მამაზე (ამჟამად რომანის პირველი წიგნი). ისიც აიკრძალა. რაბლეს ინკვიზიციის კოცონზე მოხვედრის საშიშროება დაემუქრა და იძულებული გახდა, საფრანგეთი დაეტოვებინა. კარდინალ დიუ ბელეს პირად ექიმად გაჰყვა იტალიაში, სადაც 11 წელიწადი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პანტაგრუელის ციკლიდან ახალი არაფერი გამოუქვეყნებია. 1546 წელს დაბრუნდა საფრანგეთში და გამოსცა რომანის მესამე წიგნი, 1552 წელს კი - მეოთხე, თანაც საკუთარი სახელით. საქმე ის იყო, რომ საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I-მა ამის საგანგებო უფლება მისცა.

გავლენიანი მფარველები რომ არა, რაბლეს უთუოდ ინკვიზიციის ტრიბუნალი გაასამართლებდა. რაც შეეხება რომანის მეხუთე წიგნს, ის რაბლეს გარდაცვალების შემდეგ, 1564 წელს გამოსცეს. მეცნიერთა ვარაუდით, მისი დიდი ნაწილი რაბლეს დაწერილი არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, ვიღაცამ გააგრძელა და დაასრულა წიგნი ავტორის ჩანაწერების საფუძველზე.

აქციის მეორე წიგნი არის ჩინური ზღაპარი "ჯადოსნური მსხლის ხე", რომელიც მრავალ ენაზე იქნება ადაპტირებული. წიგნში ასევე წარმოდგენილია ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის მხატვრული სამყარო, მისი შემოქმედება. ტულუზის-ლოტრეკი ცესანესთან, ვან გოგთან და გაგინთან ერთად ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი პოსტ-იმპრესიონისტების პერიოდში.

აქცია აღნიშნულ წიგნებზე 16 ოქტომბერს დაიწყება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს არის აქცია, რომელიც სხვაგან არ მეორდება. დაელოდეთ, მომდევნო ორშაბათს სულ სხვა წიგნებზე მიიღებთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას.

R

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს