მსოფლიო ბესტსელერი 3 ლარად - ”ლიბერთინსის” აქცია ”ბიბლუსი გალერეაში” ბრუნდება

მსოფლიო ბესტსელერი 3 ლარად - ”ლიბერთინსის” აქცია ”ბიბლუსი გალერეაში” ბრუნდება

ახალგაზრდების რიგი წიგნის მაღაზიასთან - ეს სწორედ ის არის, რაზეც უფროსი თაობისა და მშობლების დიდი ნაწილი ოცნებობს და რისი გაკეთებაც მხოლოდ გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” მოახერხა. პროექტი ”ლიბერთინსი” სლოგანით ”შენი თაობის არჩევანი” 21-ე საუკუნის თინეიჯერების რჩეულ წიგნებს გამოსცემს და მათ თინეიჯერებისთვის ხელმისაწვდომ ფასადაც ყიდის.

სულ მალე ”შუაღამის გვირგვინი” წიგნის გულშემატკივრების ხელში მოხვდება. 1 ნოემბერს ”ბიბლუსი გალერეაში” (ი.ჭავჭავაძის 7) გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, სადაც ის მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთი საათით 17:00-დან 18:00-მდე 12 ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 ლარად გაიყიდება. სერიის პირველ ნაწილზე, “შუშის ტახტი“ კი 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

აღნიშნულის პარალელურად, სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელოდება. პირველ 50 ადამიანს, ვინც წიგნს შეიძენს, საჩუქრად გადაეცემა ”ლიბერთინსის” ჭიქა, წინდა ან ქეისი.

შეგახსენებთ რომ, ”ლიბერთინსი” "პალიტრა L-ის” ის პროექტია, რომლითაც გამომცემლობამ შეძლო და თანამედროვე საზოგადოების, ახალგაზრდების მოთხოვნებს ფეხი აუწყო. პროექტი შექმნილია სპეციალურად თინეიჯერებისთვის და მის ფარგლებში თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერები იბეჭდება. გამოსაცემ წიგნებს კი თავად თინეიჯერები არჩევენ საკუთარი გემოვნებისა და ინტერესების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის მეტად წარმატებული აღმოჩნდა და მის ფარგლებში გამოცემული წიგნები გამოსვლის დღიდან ქრება დახლებიდან, განსაკუთრებით, აქციების დღეებში. 1 ნოემბერს დაგეგმილი აქციითაც უკვე უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა.

ასე რომ, ყველას, ვისაც გაინტერესებთ ლიტერატურა, რომელიც თანამედროვეობაში აქტუალურ საკითხებს ეხმიანება, ყველას, ვინც მზად ხართ წიგნის რიგში კიდევ ერთხელ ჩადგეთ, გელოდებით პირველ ნოემბერს „ბიბლუსი გალერეაში“ (ი.ჭავჭავაძის 7).

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს