”მაკულიტერატურა” უკვე რეგიონებში - მიიღე წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ

”მაკულიტერატურა” უკვე რეგიონებში - მიიღე წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ

”აქციე მაკულატურა წიგნებად” - ასეთია ”პალიტრა მედიის” ერთ-ერთი პროექტის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც ძველი მაკულატურის სანაცვლოდ უახლესი გამოცემების, კლასიკისა თუ ბესტსელერების მიღებაა შესაძლებელი. პროექტის ახალმა ტალღამ 9 ნოემბერს თბილისში აიღო სტარტი და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია. 18 ნოემბრიდან კი ხალხის რიგები უკვე რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

18,19, 20 ნოემბერი - ქუთაისი; 22, 23, 24 ნოემბერი - ბათუმი; 26, 27 ნოემბერი- ზუგდიდი; მოგვიანებით კი - გორი, რუსთავი, თელავი... სწორედ ამ გეგმის მიხედვით შეძლებენ რეგიონების მოსახლეობა საკუთარი ბიბლიოთეკის თანამედროვე ლიტერატურით გამდიდრებას და თან სრულიად უფასოდ.

პროექტმა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, დიდი რიგები დააყენა მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტში თბილისში. ორგანიზატორები რეგიონებშიც მსგავს გამოხმაურებას ელოდებიან. პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან წიგნებს თავად პროექტის მონაწილეები ირჩევენ იმ მრავალფეროვანი კატალოგიდან, რომელსაც მათ გამომცემლობა "პალიტრა L” სთავაზობს.

”მაკულიტერატურა” ორმხრივი სარგებლის მომტანი პროექტია. გარდა იმისა, რომ ის საოჯახო ბიბლიოთეკის შევსების საუკეთესო და მარტივი შესაძლებლობაა, ის უფრო გლობალურ პრობლემებსაც ეხმიანება. მაკულატურის ჩაბარებით ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და მასზე მიყენებულ ზიანს ვამცირებთ. ცნობისთვის, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვ/მ მიწა დაიზოგება. როგორც ”პალიტრა მედიაში” აცხადებენ, უკვე ხუთი წელია, მწვანე საფრის გადარჩენა ჰოლდინგის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ მაკულატურის მოგროვება, დროა, ამ საკითხზე დაფიქრდეთ. ნუ გადაყრით ძველ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, უსარგებლო ფურცლებს, არამედ მოაგროვეთ ის, გახდით პროექტ ”მაკულიტერატურის” მონაწილე და მიიღეთ თქვენთვის სასურველი წიგნები. ამავდროულად, თქვენ ხეებს მოჭრისგან დაიცავთ.

წიგნების სიისა და ინფორმაციის, თუ რომელ წიგნს რამდენი კილოგრამი მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ მიიღებთ, შემდეგ ბმულზე იხილეთ:

palitral.ge

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს