"შემოვალ ეტლით" - ახალბედა მწერლის წიგნი, რომლის ყდა პირველმა ლედიმ შექმნა

"შემოვალ ეტლით" - ახალბედა მწერლის წიგნი, რომლის ყდა პირველმა ლედიმ შექმნა

დღეს, 15 ნოემბერს,19:00 საათზე, "ბიბლუს გალერეაში" პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის - "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართება. რომანის გმირი 35 წლის ეტლით მოსარგებლე ელლაა, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში საკუთარი თავი და ადგილი იპოვოს. ამისთვის ბევრი პირადი და კარიერული სირთულის გადალახვა უწევს.

წიგნის ყდის ილუსტრაცია მხატვარმა და საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ შექმნა. "თავიდანვე მივხვდი, რომ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამ ნაწარმოების ყდას. თუმცა, საბოლოოდ, ეს იყო ბევრი ფიქრისა და მიგნების შედეგი" - ამბობს პირველი ლედი.

წიგნს ავტორთან, შორენა ხუხუასთან ერთად წარადგენენ მწერალი - თეონა დოლენჯაშვილი, მხატვარი - მაკა ჩიჩუა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური.

"მთავარი გმირის ფიქრი, განცდა, ქცევა იმდენად გულწრფელია და დამაჯერებელი, სულ მეგონა ავტობიოგრაფიულ და დოკუმენტურ წიგნს ვკითხულობდი. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ამ თემებზე ასე წერა, ფიქრი და რეფლექსია და ვფიქრობ, რომ ამ რომანს უნდა ჰქონდეს პრეტენზია ბესტსელერობაზე" - თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი.

"ეს არის ნამდვილი ლიტერატურა და გამარჯვება ნამდვილი ლიტერატურისა, როდესაც მასალამ ვერ დათრგუნა სათქმელი. კარგია, რომ ავტორი იცნობს ამ სფეროს, მაგრამ მთავარია, რომ მასში არის ძალა სიყვარულისა და იმისა, რომ პრეტენზიები არის სამყაროს მიმართ ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს" - ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურათმცოდნე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს